თელავი – თბილისის დამაკავშირებელ გზაზე ავტოავარიის შედეგად ორი ახალგაზრდა მამაკაცი მძიმედ დაშავდა.
ერთმანეთს “ჰონდასა” და “ფორდის” მარკის მიკროავტობუსი შეეჯახა.
ავარიის შედეგად მსუბუქ ავტომობილში მყოფები დაშავდნენ. ორივე დაშავებული ავტომანქანიდან მაშველებმა სპეციალური ტექნიკის გამოყენებით გამოიყვანეს.
დაშავებულები სასწრაფო-სამედიცინო დახმარების ჯგუფმა საავადმყოფოში გადაიყვანა.
ადგილზე მობილიზებული იყო საპატრულო პოლიცია, მიმდინარეობს საგამოძიებო მოქმედებები.
გავრცელებული ინფორმაციით, თელავი-თბილისის ავტომაგისტრალზე ამ დროისთვის მოძრაობა შეფერხებულია.
მომხდარის დეტალების გარკვევას „ფორტუნა“ შსს-თან ცდილობს.
