ქუთაისში საფიჩხიის სასაფლაოზე ქურდობა მოხდა. სასაფლაოზე მე-20 საუკუნის საზოგადო მოღვაწეების ბიუსტები მოიპარეს.
დანაშაული ჭირისუფლებმა და სასაფლაოზე დასაქმებულებმა 30 იანვარს აღმოაჩინეს, თუმცა მათ არ იცინ, როდის შეიძლება იყოს ჩადენილი ქურდობა.
ერთ ღამეში დამნაშავეებმა 10-მდე ბიუსტი წაიღეს, ასევე, ამდენივე წასაღებად არის გამზადებული.
