LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

უკრაინაში აშშ-ის საელჩო ამერიკის მოქალაქეებს, რუსული აგრესიის საფრთხის გამო, ქვეყნის დატოვებისკენ მოუწოდებს

უკრაინაში აშშ-ის საელჩო ამერიკის მოქალაქეებს, რუსული აგრესიის საფრთხის გამო, ქვეყნის დატოვებისკენ მოუწოდებს.

საელჩოს ვებგვერდზე გამოქვეყნებული ინფორმაციის მიხედვით, უკრაინაში რუსეთის სამხედრო მოქმედებების გაზრდილი საფრთხის გამო უსაფრთხოების ვითარება კვლავ არაპროგნოზირებადია, შესაძლოა, კიდევ უფრო გაუარესდეს და აშშ-ის მოქალაქეებმა უნდა განიხილონ გამგზავრება კომერციული ან სხვა კერძო სატრანსპორტო საშუალებების გამოყენებით.

აშშ-ის საელჩო წერს, რომ აშშ-ის მოქალაქეებს, რომლებსაც სურთ უკრაინის სახმელეთო გზით დატოვება, რამდენიმე ვარიანტი აქვთ. საელჩო აშშ-ის მოქალაქეებს სთავაზობს პოლონეთის, სლოვაკეთის, უნგრეთის, რუმინეთისა და მოლდოვის მიმართულებებს და აღნიშნულ ქვეყნებში შესასვლელად საჭირო რეგულაციებს აცნობს.