ამჯერად „ბენიფერი“ ბერელი-ჰილსზე მდებარე რესტორანს ესტუმრა. ყველაფერი კარგად იქნებოდა, რომ არა კამერებით აღჭურვილი პაპარაცების არმია. როგორც ჩანს, 49 წლის ბენ აფლეკს მობეზრდა საჯარო პაემნები და მაქსიმალურად ცდილობდა თავი აერიდებინა მათთვის, თუმცა მისმა საყვარელმა ქალმა დაიჟინა და აფლეკი კამერებთან ძალით წაიყვანა.
„ბენს მობეზრდა საჯარო პაემნები“, „შეხედეთ მის სახეს“, „რა საყვარლები არიან“, – წერენ კომენტარებში.
რაც შეეხება წყვილის ჩაცმულობას, ბენი ლურჯ ფერებში იყო გამოწყობილი, ჯენიფერს კი „რობერტო კავალის“ კუბოკრული კაბა ამშვენებდა.
ფოტო: ერთნაირ ტანისამოსში გამოწყობილი „ბენიფერი“ 17 წლის შემდეგ, პირველი პაემნის ადგილს ესტუმრა
ფოტო: დიახ, კვლავ „ბენიფერი“ – ყველაზე პოპულარული ჰოლივუდური წყვილი ერთნაირ ფერთა გამაში



