LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

დღის ჰოროსკოპი – მიხეილ ცაგარელის  1 თებერვლის ასტროლოგიური პროგნოზი

მეტად მნიშვნელოვანი დღეა, რადგან აღმოსავლური კალენდრით სწორედ დღეს აღინიშნება მე-13 ახალმთვარეობა და წყლის სტიქიის ვეფხვის შემობრძანება, რომელიც დილის 9 საათიდან და 46 წუთიან ჩაიბარებს პლანეტის მმართველობას და ახალ ეტაპს დაიწყებს კაცობრიობის განვითარებაში. მოსალოდნელია სასიკეთო ცვლილებები, გაიზრდება წარმატების შანსებიც.

ახალმთვარეობა ანუ მზის და მთვარის ენერგიების შერწყმა მერწყულის ზოდიაქოს ნიშანში გაზრდის ტრავმებისა და ავარიების ალბათობას, გაძლიერდება ცდუნებების და შეცდომების დაშვების, დეპრესიისა და არასასიამოვნო ფიქრებისადმი მიდრეკილება, რაც ნეგატიურად აისახება თქვენს ჯანმრთელობაზე. ნეგატიური ტენდენციების მიუხედავად, ეცადეთ შეინარჩუნოთ ოპტიმიზმი და პოზიტიური განწყობით შეხვდეთ ახალ წელს. ჩაიფიქრეთ სურვილები, დაანთეთ სანთელი და შემოიარეთ ყველა ოთახი, რათა გაწმინდოთ სახლი უარყოფითი ენერგიებისგან. 

მიმართულებადაკარგული მთვარის პერიოდში -15:00-დან 24:00 საათამდე, როცა განსაკუთრებით გაძლიერდება მთვარის ნეგატიური ენერგია, მაქსიმალური სიფრთხილის გამოჩენა მართებთ მძღოლებს, რათა გაფანტული ყურადღება და დაკარგული კონცენტრაცია არ გახდეს ავარიების და სახიფათო სიტუაციების შექმნის მიზეზი.

პოზიტიური და ნეგატიური დღე – სასიკეთო დღეა საზოგადოებრივი და საქველმოქმედო საქმიანობისთვის, ბინის ინტერიერის შეცვლისა და მეტი კომფორტის შესაქმნელად. ნაკლებად გაამართლებს ახალი საქმის დაწყება და სამსახურის მოძიება, სავაჭრო და საბანკო ოპერაციების განხორციელება, ყვავილების დარგვა და გადარგვა, ფულის სესხება და ვალად აღება.

ჯანმრთელობა – გეომაგნიტური დღის ნეგატიური ენერგია უარყოფითად აისახება ნებისმიერის ჯანმრთელობაზე. გამოიწვევს არტერიული წნევის მატებას, თავის ტკივილს და უგუნებობას. ეცადეთ არ გადაიტვირთოთ და მეტი დაისვენოთ, აუცილებლობის შემთხვევაში კი, მიმართოთ წამლების პროფილაქტიკას. გაუფრთხილდით დასუსტებულ თვალებს და ნერვულ სისტემას.

დღის ფერები და მინერალები – ყვითელი, ლურჯი, შავი, ცისფერი, ვარდისფერი, ვერცხლისფერი და ნეონის ფერები, ასევე საფირონი, აკვამარინი, ციტრინი, გიშერი და ცირკონი გააძლიერებენ თქვენს ბუნებრივ შარმს, კოსმოსის დადებითი ენერგიების მოზიდვით კი, გაზრდიან წარმატების შანსებს.

ზოდიაქოს ნიშნები – იღბლიანი დღეა ლომისა და სასწორისთვის, მშვილდოსნისა და მერწყულისთვის, ნაკლებად გაუმართლებთ კუროს, კირჩხიბს, ქალწულს და თევზებს.