LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

გაბუნია: ბავშვებში ვირუსის შემთხვევების უმრავლესობა მსუბუქი და საშუალო სიმძიმისაა

ჯანდაცვის მინისტრის მოადგილე აცხადებს, რომ “ომიკრონით” ინფიცირებულ ბავშვებში ვირუსი უმეტესად მსუბუქი და საშუალო სიმძიმით მიმდინარეობს.

თამარ გაბუნიამ ამის შესახებ საკოორდინაციო საბჭოს ბრიფინგზე, ეპიდვითარებაზე საუბრის დროს განაცხადა:

“ცალკე ბავშვებისთვის მობილიზებულია ასევე საწოლფონდი და ბავშვების შემთხვევების უმრავლესობა არის მსუბუქი და საშუალო სიმძიმის. დაყოვნების საშუალო ხანგრძლივობა არის 1-დან 3 დღემდე”, – განაცხადა გაბუნიამ.

მისივე თქმით, ამ დროისთვის ჰოსპიტალურ სექტორში საწოლების თითქმის 35% თავისუფალია:

“ჰოსპიტალურ სექტორში 8200-მდე საწოლი გვაქვს მობილიზებული. მიუხედავად იმისა, რომ შემთხვევების სწრაფი მატება გვაქვს, ჰოსპიტალურ სექტორში თავისუფალი საწოლები არის 35%-მდე. კარგია ის, რომ რეანიმაციაში პაციენტების რაოდენობა მცირდება. 263 პაციენტი იტარებს მკურნალობას რეანიმაციაში, ინტენსიური თერაპიის განყოფილებაში არის 1048 პაციენტი” – აღნიშნა მან.