LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ავსტრალია კოალების დასაცავად 50 მილიონ დოლარს დახარჯავს

ავსტრალიაში გადაწყვიტეს, რომ კოალების პოპულაციის აღსადგენად მილიონობით დოლარი დახარჯონ. ხელისუფლებამ სპეციალური გეგმაც შეიმუშავა და 4 წლის განმავლობაში მთელი რიგი პროექტები დაგეგმა.

კოალა ფაქტობრივად, ავსტრალიის სიმბოლოა და მისი დაცვა ქვეყნის უმთავრეს მოვალეობად გამოცხადდა.

შეგახსენებთ, რომ გასულ წლებში ხანძრების და გვალვების გამო სახეობის 30% დაიღუპა, გადარჩენილებს კი საარსებო გარემო აღარ ჰქონდათ და რომ არა მოხალისეები, შესაძლოა მსხვერპლი კიდევ უფრო დიდი ყოფილიყო.

CNN-ის ინფორმაციით, ამ ყველაფერს დაემატა ქლამიდიაც, ვენერული დაავადება რომელიც ცხოველებს მოედო და სხვადასხვა გართულებებთან ერთად რიგ შემთხვევაში სიკვდილიც გამოიწვია.

მეცნიერები უკვე აქტიურად მუშაობენ ვაქცინაზე და უახლოეს თვეებში კოალების საყოველთაო ვაქცინაციის დაწყება იგეგმება.