LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

დიზაინერები რუშემი ბოტერი და ლისი ჰერებრუგი „ნინა რიჩის“ მოდი სახლს ტოვებენ

რუშემი ბოტერი და ლისი ჰერებრუგი ლეგენდარული მოდის სახლის „ნინა რიჩის“ კრეატიული დირექტორის პოსტს ტოვებენ. ამის შესახებ ინფორმაციას ბრენდის პრესსამსახური ავრცელებს. დიზაინერები მოდის სახლს სამი წლის განმავლობაში ხელმძღვანელობდნენ.

„ნინა რიჩი მადლობას უხდის ლიზისა და რუშემს შემოქმედებითი მიდგომებისა და სიახლეებისთვის, რომელზეც მუშაობას მომავალშიც გავაგრძელებთ“ –  ნათქვამია მოდის სახლის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

ახალგაზრდა დიზაინერებმა მადლობა გადაუხადეს ბრენდს ნდობისთვის და აღნიშნეს, რომ საკუთარი ბრენდის Botter მიმართულებით გააგრძელებენ მუშაობას.