LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

სულ ცემა-ტყეპაში ვიყავი, ეს ძვლები სულ მტკივა, ძირს რომ ვეგდე, იატაკზე, ჩემზე დახტებოდა და ხტუნაობდა – რას ჰყვება მამა, რომელმაც შვილი დაჭრა

დღეს, გორში შვილის მკვლელობის მცდელობისთვის დაკავებული 82 წლის კაცის სასამართლო პროცესი გაიმართა.სხდომაზე ბრალდებულმა მოსამართლეს მიმართა და განაცხადა, რომ იგი შვილის მხრიდან ძალადობის მსხვერპლი ხშირად იყო.

მან მოსამართლეს თავის არეში ის დაზიანებები აჩვენა, რომელიც მისი თქმით შვილმა ორი კვირის წინ მიაყენა.

„ახალი წელი რაც დაიწყო, სულ ცემა-ტყეპაში ვიყავი, ეს ძვლები სულ მტკივა. ძირს რომ ვეგდე, იატაკზე, ჩემზე დახტებოდა და ხტუნაობდა“, – განაცხადა ბრალდებულმა.

ცნობისთვის, რამდენიმე დღის წინ, გორში მამამ 47 წლის შვილი დაჭრა. ბრალის დამტკიცების შემთხვევაში, დანაშაული 13-დან 17 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

გორში მამამ 42 წლის შვილი დაჭრა