LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

რამდენად შესაძლებელია უსაფრთხო სექსი პანდემიის დროს – რამდენიმე რჩევა სპეციალისტებისგან

კორონავირუსის პანდემია იმაზე ბევრად დიდ ხანს გაგრძელდა, ვიდრე წარმოვიდგენდით, თუმცა დასასრული შორს ნამდვილად არ არის.

მანამდე კი მოდი ვისაუბროთ იმაზე, თუ როგორი უნდა იყოს უსაფრთხო სექსი პანდემიის დროს.

პირველი: რა არის უსაფრთხო სექსი?

მანამ სანამ პანდემიურ სექსზე ვისაუბრებთ, უნდა გავიხილოთ ის თუ ზოგადად რა არის უსაფრთხო სექსი.

სხვადასხვა ვენერული დაავადებების გადადების რისკის შესამცირებლად აუცილებელია:

  • პრეზერვატივი
  • ანალიზების რეგულარულად აღება

პანდემიამ უსაფრთხო სექსის მნიშვნელობა შეცვალა

წავიდა ის დრო, როცა ინტიმური კავშირი მხოლოდ ვენერული დაავადებების გადადების რისკს უკავშირდებოდა.

დღევანდელ რეალობაში სექსი შესაძლოა Covid-19-ის გავრცელების ერთ-ერთი გზა იყოს.

თავის დასაცავად კი შემდეგი ნაბიჯები უნდა გაითვალისწინოთ:

  • რეგულარულად გაიტესტეთ
  • გაიკეთეთ ვაქცინა და სანამ სრულად ვაქცინირებული არ იქნებით ახლო კონტაქტებს მოერიდეთ
  • ატარეთ პირბადე (სასურველია ორი ცალი)
  • დაიცავით დისტანცია ყველასთან, ვინც თქვენთან ერთად ერთ ჭერქვეშ არ ცხოვრობს
  • ხშირად დაამუშავეთ სახლი ანტისეპტიკური საშუალებებით
  • დაიბანეთ ხელები სექსუალურ აქტივობამდე და მას შემდეგაც
  • მოერიდეთ ყველანაირ ინტიმურ კავშირს, რომელიც ინფექციის მაღალ რისკებთანაა დაკავშირებული