LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

“ბოლო პერიოდში, რეგიონში ყველაზე კარგ შედეგს აჩვენებს ლარი” – როდის შემცირდება ინფლაცია/ “ბიზნესკურიერის” პოდკასტი

2022 წლის იანვარში საქართველოში ინფლაციამ 13.9% შეადგინა. განსაკუთრებით გაძვირდა ფასების, სურსათისა და უალკოჰოლო სასმელების ჯგუფში – 16.2 პროცენტით,
საცხოვრებელი, წყალი, ელქტროენერგია, აირი: ამ ჯგუფში ფასებმა 44.8 პროცენტით მოიმატა.

ტრანსპორტის ჯგუფში ფასები გაიზარდა 16.2 პროცენტით, სამომხმარებლო ჯგუფებიდან ფასები გაზრდილია ყველა ჯგუფზე, გარდა კავშირგაბმულობისა და ტანსაცმლისა. ამავდროულად ეროვნულმა ბანკმა რეფინანსირების განაკვეთი ძველ ნიშნულზე შეინარჩუნა.

მონეტარული პოლიტიკა ჯერ ისევ მკაცრი რჩება. რა პროგნოზი აქვთ სპეციალისტებს და როგორ აფასებენ ისინი არსებულ მდგომარეობას?

“ბიზნესკურიერში” „გალტ ენდ თაგარტის“ კვლევების დეპარტამენტის უფროსი ევა ბოჭორიშვილი საუბრობს.  

– ევა, მოსალოდნელი იყო, რომ წლის პირველ კვარტალში ინფლაცია მაღალ ნიშნულზე შენარჩუნდებოდა, ასეთი პროგნოზი ეროვნულ ბანკსაც ჰქონდა, შარშან კომუნალური გადასახადების კომუნალურების სუბსიდირებაც იყო, როდესაც წელს აღარ არის და კომუნალურებზე ფასები საკმაოდ ღირებულია. რეალურად როდისთვის შეიძლება ველოდოთ ინფლაციის კლებას?

– ძირითადი მიზეზი, რაც ინფლაციას იწვევს, არის კომუნალური გადასახადები და ტრანსპორტი, რომელსაც ინფლაციაში 12 % წილი შეაქვს.

მოლოდინი გვქონდა, რომ წლის პირველ ნახევარში ინფლაცია კვლავ მაღალ ნიშნულზე შენარჩუნდება, კომუნალური გადასახადების სუბსიდირების ეფექტი თებერვლის ჩათვლით იმოქმედებს. თუმცა ასევე საინტერესოა, დავაკვირდეთ საბაზო ინფლაციას, რომელიც გამორიცხავს ინფლაციიდან სურსათისა და ენერგომატარებლების ფასებს.

ინფლაციამ იანვარში 5. 6 % შეადგინა, წინა თვესთან შედარებით შემცირებულია. ამიტომ ვფიქრობთ, რომ გაზაფხულიდან, მარტიდან უნდა დავინახოთ ინფლაციის შემცირება.

ასევე მინდა ყურადღება გავამახვილო თვიურ ინფლაციაზე, რომელშიც დეკემბერშიც ზრდა იყო, მაგრამ მცირედი და იანვარში მთელი ერთი პროცენტით არის გაზრდილი და აქ ყველაზე დიდი წვლილი აქვს სურსათის ფასების ზრდას, რასაც ჩვენ სეზონურ ფაქტორებს ვუკავშირებთ.

ასევე აღსანიშნავია მსოფლიო სურსათის ფასების ზრდა, რომელიც იანვარში დეკემბერთან შედარებით გაიზარდა. სამომხმარებლო კალათაში 70 %-ზე მეტი პროდუქტი იმპორტირებულია და რა თქმა უნდა, საქართველოს ფასებზე გავლენას ახდენს მსოფლიოში სურსათზე და ნავთობზე არსებული ფასები, შესაბამისად, გვაქვს მოლოდინი, რომ  მათი ფასების შემცირება, ჩვენი ინფლაციის მაჩვენებელსაც შეამცირებს.

უნდა გამოვყოთ ლარის კურსიც, რომელსაც გამყარების ტენდენცია აქვს და ამანაც დამატებითი წვლილი უნდა შეიტანოს ინფლაციის შემცირებაში.

ჩვენ საშუალო ინფლაციას 5%-ის ფარგლებში ველოდებით. ამ ეტაპზე არ ხდება მსოფლიო ბაზრებზე ფასების შემცირება და ამას, რა თქმა უნდა, გავლენა ექნება, მაგრამ მეორე პოზიტიური ფაქტორია ლარის კურსი, რასაც გამყარების ტრენდი აქვს და თუ ეს გაგრძელდა, ვფიქრობთ აისახება ინფლაციაზე და ფასების შემცირებას შეუწყობს ხელს.

– ამ ეტაპზე ლარის გამყარების ძირითადი მიზეზი რა არის?  ხშირად არ ვართ ამის მომსწრე, რომ ლარი ტრენდის მიხედვით მყარდებოდეს…

– ლარის გამყარების რამდენიმე ფაქტორი შეიძლება დავასახელოთ:

  • ერთ ერთი მიზეზი არის გამკაცრებული მონეტარული პოლიტიკა. ლარში საპროცენტო განაკვეთები მაღალია და ლარში დეპოზიტი მიმზიდველი რჩება, ეს მაშინ როდესაც უცხოურ ვალუტაში მნიშვნელოვნადაა შემცირებული საპროცენტო განაკვეთები და როდესაც ჩვენ ვიძახით, რომ ნეგატიურ მოვლენებს ლარზე მუდმივი გავლენა აქვს, მათ შორის რუსეთ -უკრაინის კონფლიქტს, ახლა ვხედავთ, რომ მაღალი საპროცენტო განაკვეთები მომხმარებელს აღარ უბიძგებს, რომ ნეგატიურ ნიუსებზე მოახდინოს გავლენა და დოლარში კონვერტირებები აღარ ხდება, რაც პანიკურად იყო ბაზარზე.
  • ლარის კურსის გამყარებას ასევე ვუკავშირებთ ტურიზმის აღდგენას . ეს ძალიან მნიშვნელოვანი კომპონენტია. ვფიქრობთ, რომ გაგრძელდება ტურიზმთან დაკავშირებით წელს პოზიტიური მოლოდინები გვაქვს.
  • გარდა ამისა, იანვარში დაბალი იყო მთავრობის ხარჯვა. ძირითადად დეპოზიტებზე აგროვებდნენ ფულს, ამასაც გავლენა აქვს ლარის კურსზე.

– შეიძლება ერთ-ერთ მიზეზად დავასახელოთ დაბალი პოლიტიკური აქტივობა? დეკემბერი და იანვარი შედარებით მშვიდი თვეებია.

– რასაკვირველია, ეს მიზეზიც არის. ამ ეტაპზე ჩვენ არ ვიცით საგარეო ვაჭრობასთან, ფულად გზავნილებთან და ტურიზმთან დაკავშირებით მონაცემები. შესაძლებელია, საგარეო ბალანსი გაუმჯობესებულია, ესეც იქნება ერთ ერთი ფაქტორი ლარის კურსთან დაკავშირებით.

ბოლო პერიოდში რეგიონის ვალუტებს თუ შევხედავთ, ყველაზე კარგ შედეგს აჩვენებს ლარი და ყველაზე მეტად არის დოლართან მიმართებაში გამყარებული.

ამ ყველაფერმა უნდა დააკომპენსიროს მსოფლიო სურსათისა და ნავთობის ფასების ჩვენს ქვეყანაზე გავლენა და ამ კუთხით ნაკლები ზეწოლა იქნება ფასებზე.

-ამ ყველაფერს წესით, უნდა მოჰყვეს მონეტარული პოლიტიკის შერბილება. საკმაოდ მაღალი 10. 5% ნიშნულია. ბოლო ზრდას საქართველოში არსებული ავტორიტეტული ანალიტიკური ორგანიზაციები არც ელოდებოდით, გეგონათ, რომ შეიძლებოდა 10%-ზე შენარჩუნებულიყო, თუმცა ეროვნულმა ბანკმა კონსერვატიულ მიდგომას, მკაცრი მიდგომა არჩია და ეს მაჩვენებელი გაიზარდა.

თუ არის მოსალოდნელი რეფინანსირების განაკვეთის შემცირება, ჩვენს მსმენელს და იმ ადამიანებს, ვისაც ლარში აქვთ სესხი, რა თქმა უნდა აინტერესებთ, გაეზრდებათ თუ შეუმცირდებათ საპროცენტო განაკვეთი?

-ძალიან მნიშვნელოვანია მიმდინარე ინფლაციის მაჩვენებლებზე დაკვირვება და ინფლაციური მოლოდინები, რასაც ეროვნული ბანკი ხაზს მუდმივად უსვამს.

ვფიქრობ, სანამ არ დაინახავს ინფლაციის შემცირების ტრენდს, ეროვნული ბანკი გადაწყვეტილებას არ შეცვლის. ასე რომ ძალიან მნიშვნელოვანია, მონეტარული პოლიტიკის განაკვეთის შერბილებისთვის რა მოხდება განვითარებულ ქვეყნებში.

იგეგმება საპროცენტო განაკვეთების ზრდა ამერიკაში. ჯერ არ დაწყებულა, თუმცა ამის მოლოდინი არის.
ინგლისის ბანკმა გუშინ გაზარდა განაკვეთი კიდევ ერთხელ და ასევე ევროკავშირის მოლოდინებია განაკვეთების ზრდა. შესაბამისად ლარი მიმზიდველი უნდა დარჩეს და შეიძლება, ამან ხელი შეუშალოს იმ დონეზე მონეტარული პოლიტიკის განაკვეთის შემცირებას, რა ვარაუდებიც გვქონდა წლის დასაწყისში, ან შეაყოვნოს.

წლის მეორე ნახევრიდან ველოდებით, რომ მონეტარული პოლიტიკის განაკვეთის შემცირება დაიწყება, თუმცა შესაძლებელია, თუ ამერიკის ცენტრალური ბანკი მიიღებს გადაწყვეტილებას და გამკაცრება თუ მოხდება, საქართველოში მონეტარული პოლიტიკის შერბილებამ მეოთხე კვარტალში გადაიწიოს.

გადაწყვეტილებაზე ძალიან დიდი მნიშვნელობა ექნება, თუ რა მოხდება საგარეო ბაზარზე.

რეგიონს რომ შევხედოთ, მაგალითად სომხეთში ინფლაცია შემცირდა, მაგრამ ცენტრალური ბანკი კვლავ აგრძელებს მონეტარული პოლიტიკის გამკაცრებას.
ამით ებრძვიან დასავლეთის ქვეყნებში საპროცენტო განაკვეთების ზრდას.

შესაბამისად ჩვენც ვფიქრობთ, რომ შეიძლება, ამან დააყოვნოს მონეტარული პოლიტიკის შემსუბუქება საქართველოში.

– რა ძირითადი რისკებია რეგიონში პოლიტიკურად და ეკონომიკურად, რომელმაც შეიძლება, საქართველოში უარყოფითი ზეგავლენა მოახდინოს?

-ამ ეტაპზე რისკები გაზრდილია, ახლა მინელდა, უკრაინა-რუსეთის შესაძლო კონფლიქტთან დაკავშირებით. იანვრის ბოლოს უფრო მეტი რისკი იყო. ანალიზი გაკეთდა და ამ ეტაპზე ეს რისკი შესუსტებულია, თუმცა მაინც რჩება.

რუსეთ-უკრაინის კონფლიქტის ესკალაცია თუ მოხდა, ჩვენზე საკმაო გავლენა ექნება, გავლენა ექნება ლარის კურსზეც.
ასევე ჩვენ გამოვყოფდით ტურიზმის აღდგენის დინამიკას. ამანაც გავლენა მოახდინა და დამატებითი რისკია ეკონომიკისთვის.

საბაზისო სცენარში მაინც ვინარჩუნებთ იმედს და ვფიქრობთ, რომ ტურიზმის აღდგენა გაუმჯობესდება და საბაზისო სცენარში ჩვენ არ ვუშვებთ კონფლიქტის ესკალაციას რეგიონში.

პესიმისტურ სცენარს თუ განვიხილავთ, ძალიან მნიშვნელოვანი ეკონომიკური ზეგავლენა ექნება  კონფლიეკონომიკურ პარამეტრებზე.

– მადლობა საინტერესო ანალიზისთვის. როგორც ვნახეთ, მეორე კვარტლიდან , დაახლოებით აპრილიდან ფასები შესაძლოა, შემცირდეს, მაგრამ ვხედავთ, რომ როგორც რეგიონში, ისე საქართველოში ბევრი რისკია და წინასწარ პროგნოზების გაკეთება, როგორც წესი შეუძლებელია.

თუმცა, იმედი ვიქონიოთ, რომ ყველაფერი ოპტიმისტური სცენარის მიხედვით განვითარდება ჩვენი ქვეყნისთვის.