LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

განჯისკარის საკითხი საქართველოსა და აზერბაიჯანს შორის ორმხრივ დღის წესრიგში არ დგას

საგარეო საქმეთა სამინისტრო ეხმაურება აზერბაიჯანის კულტურის მინისტრის განცხადებას იმის შესახებ, რომ საქართველოსთან მიდის მოლაპარაკება განჯისკარის გადაცემის შესახებ.

როგორც საგარეო უწყების პრესსპიკერმა, მარი ნარჩემაშვილმა  განაცხადა, განჯისკარის საკითხი საქართველოსა და აზერბაჯანს შორის ორმხრივ დღის წესრიგში არ დგას.

„რაც შეეხება განჯისკარის საკითხს, ის საქართველოსა და აზერბაიჯანს შორის ორმხრივ დღის წესრიგში არ დგას. შესაბამისად აღნიშნული საკითხი არც საქართველოსა და აზერბაიჯანს შორის მთავრობათშორისი ეკონომიკური კომისიის ოქმში არ არის ასახული, დოკუმენტი განსაზღვრავს, მათ შორის, კულტურის სფეროში თანამშრომლობის სხვადასხვა მიმართულებას, მაგრამ განჯისკარის საკითხი არ არის დღის წესრიგში“, – განაცხადა მარი ნარჩემაშვილმა.

შეგახსენებთ, აზერბაიჯანულმა მედიამ ქვეყნის კულტურის მინისტრზე დაყრდნობით გაავრცელა ინფორმაცია, რომლის თანახმად, საქართველოდან აზერბაიჯანში განჯისკარიის დაბრუნებაზე მოლაპარაკებები მიმდინარეობს.