ახლა ჯენიფერ ლოპესს საკმაოდ დატვირთული პერიოდი აქვს, მალე მისი ახალი ფილმი „დაქორწინდი ჩემზე“ გამოვა, ასევე ის ახალ სიმღერაზე მუშაობს და ვინ თუ არა მისი საყვარელი მამაკაცი, ბენ აფლეკი ეხმარება ყველაფერში, თუნდაც ეს მძიმე ჩანთების ტარება იყოს.
ამჯერად წყვილი, ლოს-ანჯელესში, NBC-ის სტუდიაში მიმავალნი გადაიღეს. ჯეი ლო საოცრად გლამურულად გამოიყურებოდა, მას კაბა, კლასიკური ფეხსაცმელი და კრემისფერი ქურქი ამშვენებდა, ბენს კი ჯინსის შარვალი და ლურჯი პიჯაკი ეცვა. ის საყვარელი ქალის მძიმე ჩანთებს აქეთ იქეთ ატარებდა და თუ გამომეტყველებით ვიმსჯელეთ, ამ ფაქტით აღფრთოვანებული სულაც არ იყო.
„შეხედეთ მის სახეს“, „ჯეი ლოს მსახური“ – წერენ კომენტერბში.
ფოტო: „ჯეი, დავიღალე საჯარო პაემნებით“ – ჯეი ლოს ბენი კამერებთან ძალით მიჰყავს
„ცოტა მეშინია“ – ჯეი ლოს ინტერვიუს მორიგი მონაკვეთი – რა ხდება „ბენიფერის“ თავს





