„დაძაბულობას ხელს არ შევუწყობთ, ამიტომაც უკრაინას იარაღს ვერ მივაწვდით”, – განაცხადა გერმანიის თავდაცვის მინისტრმა, კრისტინე ლამბრეხტმა.
მისი თქმით, ბერლინი კონფლიქტის მშვიდობიანად გადაწყვეტის მომხრეა, ამის შესახებ მინისტრმა გერმანულ მედიას განუცხადა.
„ფედერალურ მთავრობას დიდი ხანია გააჩნია მკაფიო პოზიცია – ჩვენ არ მიგვიწოდებია იარაღი კრიზისული ზონებისთის, რათა არ დაგვეშვა იქ შემდგომი ესკალაცია“, – განაცხადა ლამბრეხტმა.
მისი თქმით, დღეისთვის მიმდინარეობს დიალოგი მშვიდობიანი დარეგულირების შესახებ.
„უკრაინის კონფლიქტში ჩვენ გვყავს პარტნიორები მოლაპარაკებების საკითხში, რომლებიც დაუბრუნდნენ მოლაპარაკებათა მაგიდას, მაგალითად, რუსეთი-ნატოს საბჭოში და „ნორმანდიულ ფორმატში“. აი, რატომ არის ახლა ჩვენი ამოცანა მოხდეს ესკალაციის დაწევა. ჩვენ ამ კონფლიქტის მშვიდობიანად მოგვარება გვსურს“, – განაცხადა გერმანიის თავდაცვის მინისტრმა.
