მიმართულებადაკარგული მთვარის პერიოდში – 21:00-დან 01:00 საათამდე, როცა განსაკუთრებით გაძლიერდება მთვარის ნეგატიური ენერგია, მაქსიმალური სიფრთხილის გამოჩენა მართებთ მძღოლებს, რათა გაფანტული ყურადღება და დაკარგული კონცენტრაცია არ გახდეს ავარიების და სახიფათო სიტუაციების შექმნის მიზეზი.
არ ღირს სულსწრაფი გადაწყვეტილებების მიღება. თავი შეიკავეთ გარშემომყოფებთან კონტაქტისგან, რათა ზედმეტად არ გადაიტვირთოთ ემოციურად.
ეცადეთ განთავისუფლდეთ ძველი, დაზიანებული ნივთებისა და არაფრისმომცემი ურთიერთობებისგან.
* პარტნიორული ურთიერთობა – გამოიჩინეთ მეტი მოთმინება და თავშეკავება, რადგან მოჭარბებული ეჭვიანობის გრძნობა და კამათის სურვილი, მხოლოდ უსიამოვნებებს მოგიტანთ. არ ღირს სიჯიუტე და საკუთარი აზრის პარტნიორისთვის თავსმოხვევა, უმჯობესია დათმოთ და მოიძიოთ კომპრომისი.
* პოზიტიური და ნეგატიური დღე – სასიკეთო დღეა მგზავრობისა და მოგზაურობისათვის, ფიზიკური აქტივობისა და ტურისტული ლაშქრობის მოსაწყობად, ტანსაცმლის და ფეხსაცმლის, ავეჯის და საყოფაცხოვრებო ტექნიკის შესაძენად. ნაკლებად გაამართლებს ნიშნობა და ქორწინება, ფინანსური ოპერაციები და კაპიტალის დაბანდება.
* ჯანმრთელობა – გაამდიდრეთ კვების რაციონი თევზით, ხილით და ბოსტნეულით, ნიგვზით და ასკილის ჩაით. არ ღირს სტომატოლოგიური პროცედურების ჩატარება. გაუფრთხილდით დასუსტებულ თავს, სისხლძარღვოვან სისტემას და გრძნობის ორგანოებს.
* ზოდიაქოს ნიშნები – იღბლიანი დღეა ტყუპებისთვის, მერწყულისა და მშვილდოსნისთვის. ნაკლებად გაუმართლებთ ქალწულს და თევზებს.
