ცხოველი ავტომობილის მფლობელს ახალი მეგობრების შეძენაში ეხმარება
კომპანია Chevrolet-მა საკმაოდ სახალისო სარეკლამო ვიდეო-რგოლი გამოაქვეყნა. სიახლე პიკაპი Silverado-ს მოდიფიკაცია Trail Boss-ს ეძღვნება. მოდელის ახალი შესრულება მძლავრი საბურავებითაა გამორჩეული და ყველაზე რთულ საგზაო პირობებსაც მარტივად უმკლავდება. თუმცა, რგოლის მთავარი გმირი არა მანქანა, არამედ კატაა, რომელიც თავს ძაღლად თვლის.
ყველაზე ხშირად Silverado-ს კლასის ავტომობილებს სამოგზაუროდ იდეალურ ვარიანტად მიიჩნევენ. ასეთი ავტომობილების მფლობელებად რეკლამის შემქმნელები როგორც წესი, მამაკაცებს ხედავენ. თუკი ვიდეოში ცხოველი გამოჩნდება, ყველაზე ხშირად, ესაა ძაღლი, რომელიც თავისი პატრონის ერთგულ დამხმარედაა წარმოდგენილი. თუმცაღა, Chevrolet-მა ამ სტერეოტიპების დანგრევა გადაწყვიტა და ადამიანის მეგობრის როლში ფისო, სახელად უოლტერი გამოიყვანა. უოლტერი თავის პატრონს ყველგან დაჰყვება და ისე იქცევა თითქოს კატა კია რა ძაღლია.
ფისოს საყელურის მოტანა, ტერიტორიის დაცვა, ადგილობრივი ფოსტალიონის შეშინება და ბევრი სხვა რამ შეუძლია.
