LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

გუბაზ სანიკიძე: ივანიშვილი პრეტენზიების გარეშე ცვლის ამ ხალხს… მინისტრები კრინტს ვერ ძრავენ, კნავილიც არ შეუძლიათ, ისე მიდიან…

დეპუტატი გუბაზ სანიკიძის განცხადებით, ოპოზიციაში ვაკუუმია და საჭიროა მნიშვნელოვანი ცვლილებები. როგორც მან „ტვ პირველის“ ეთერში აღნიშნა, ოპოზიციის ერთ-ერთი პრობლემაა, რომ არ ჩანან ახალი სახეები.

მან ბიძინა ივანიშვილზეც ისაუბრა და აღნიშნა, რომ ის ქვეყანას “ქართუ ბანკის” პრინციპით მართავს.

“სამ­ჯერ მო­ა­ხერ­ხა ბი­ძი­ნა ივა­ნიშ­ვილ­მა სრუ­ლად თა­ვი­სი შე­მად­გენ­ლო­ბის გა­მოც­ვლა, სხვა სა­კი­თხია ხა­რის­ხობ­რი­ვად რა ხდე­ბა, მაგ­რამ ფაქ­ტია, გა­მოც­ვა­ლა სამ­ჯერ… ოპო­ზი­ცია ვერ ახერ­ხებს ამას. ახა­ლი სა­ხე­ე­ბი არ ემა­ტე­ბა. ივა­ნიშ­ვი­ლი სხვა მი­ზე­ზით ცვლის შე­მად­გენ­ლო­ბას, დიდ ხანს არ აჩე­რებს, ფა­ვო­რი­ტე­ბი არ ჰყავს მას.

ეს ბან­კი­რე­ბის თვი­სე­ბაა… ბან­კის პრინ­ცი­პით მარ­თავს ქვე­ყა­ნას – მო­იყ­ვა­ნე უცხვირ­პი­რო ადა­მი­ა­ნი, გა­უშ­ვი და მერე ისევ მო­იყ­ვა­ნე უცხვირ­პი­რო, ეს არის ბი­ძი­ნას სტი­ლი.

ივა­ნიშ­ვი­ლი ახერ­ხებს ამას… ივა­ნიშ­ვი­ლი უპ­რობ­ლე­მოდ ახერ­ხებს ამას, პრე­ტენ­ზი­ე­ბის გა­რე­შე ცვლის ამ ხალ­ხს, მათ შო­რის პრე­მი­ერ – მი­ნის­ტრე­ბი კრინტს ვერ ძრა­ვენ, კნა­ვი­ლიც არ შე­უძ­ლი­ათ, ისე მი­დი­ან…” – განაცხადა გუ­ბაზ სა­ნი­კი­ძემ.