LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

საქართველოში ჯანსაღი „სნექების“ წარმოება დაიწყეს

კომპანია „ლუმბამ“ საქართველოში ჯანსაღი „სნექების“ წარმოება დაიწყო. პროდუქციისთვის საჭირო მცენარეულ, ორგანულ ნედლეულს კომპანია ადგილობრივი ფერმერებისგან ყიდულობს. ინფორმაციას „ბიზნეს ფორმულა“ ავრცელებს.

გამოცემის ცნობით, კონსერვანტებისგან, შაქრისგან, გლუტენისგან და რძის პროდუქტისგან თავისუფალი ქართული წარმოების „სნექები“ – ამ ეტაპზე, მხოლოდ მიტანის სერვისით იყიდება, უახლოეს მომავალში კი „ლუმბას“ პროდუქციის შეძენა სხვადასხვა სავაჭრო ქსელში იქნება შესაძლებელი.

აღსანიშნავია, რომ ამჟამად, „ლუმბა“ მომხმარებელს 8 დასახელების პროდუქტს სთავაზობს, მათ შორისაა: ენერგიის ბურთები, ბარები და გრანოლები. უახლოეს ერთ თვეში კი, 5 ახალი პროდუქტის დამატება განიხლება.