მიმართულებადაკარგული მთვარის პერიოდში – 08:48-დან 14:30 საათამდე, როცა განსაკუთრებით გაძლიერდება მთვარის ნეგატიური ენერგია, მაქსიმალური სიფრთხილის გამოჩენა მართებთ მძღოლებს, რათა გაფანტული ყურადღება და დაკარგული კონცენტრაცია არ გახდეს ავარიების და სახიფათო სიტუაციების შექმნის მიზეზი.
პარტნიორული ურთიერთობა -არაა გამორიცხული ხასიათის მოულოდნელმა ცვლილებამ კამათსა და კონფლიქტში გაიძულოთ ჩაბმა.
პოზიტიური და ნეგატიური დღე – სასიკეთო დღეა მოლაპარაკებების გასამართად და გარიგებების გასაფორმებლად, საკანცელარიო და საყოფაცხოვრებო ნივთების შესაძენად, დაზიანებული ტექნიკის შეკეთებისა და უსარგებლო ნივთების გადასაყრელად. ნაკლებად გაამართლებს ნიშნობა და ქორწინება, სამშენებლო და სარემონტო სამუშაოების დაწყება, უძრავი ქონების ყიდვა და გაყიდვა.
ჯანმრთელობა – გეომაგნიტური დღის ნეგატიური ენერგია უარყოფითად აისახება ნებისმიერის ჯანმრთელობაზე. გამოიწვევს არტერიული წნევის მატებას, თავის ტკივილს და უგუნებობას. ეცადეთ არ გადაიტვირთოთ და მეტი დაისვენოთ, აუცილებლობის შემთხვევაში კი, მიმართოთ წამლების პროფილაქტიკას. თავი შეიკავეთ ზედმეტი საკვების მიღებისგან, რადგან ორგანიზმი თვითგანწმენდაზეა მომართული. მოერიდეთ სიმძიმის აწევას, ჩაკეტილ სივრცეში დიდხანს გაჩერებას და ძილის წინ ინფორმაციით ტვინის გადატვირთვას. გაუფრთხილდით დასუსტებულ ფილტვებს და ბრონქებს, მხრებს და ხელებს.
დღის ფერები და მინერალები – ყვითელი, ნარინჯისფერი, ნაცრისფერი, ცისფერი და იისფერი, ასევე ტოპაზი, აკვამარინი, გიაცინტი, ნეფრიტი და ამაზონიტი გააძლიერებენ თქვენს ბუნებრივ შარმს, კოსმოსის დადებითი ენერგიების მოზიდვით კი, გაზრდიან წარმატების შანსებს.
ზოდიაქოს ნიშნები – იღბლიანი დღეა ვერძისა და სასწორისთვის, ნაკლებად გაუმართლებთ მორიელს და თხის რქას.
