საპარლამენტო უმრავლესობის წევრის ირაკლი ზარქუას განცხადებით, საქართველოს მესამე პრეზიდენტმა „მიხეილ სააკაშვილმა პუტინის მისია შეასრულა და ქვეყნის 20% ჩვენს მტრებს ჩააბარა“.
მისივე თქმით, სააკაშვილისთვის „ოსეთის და აფხაზეთის თემა მომგებიანი არ არის“.
„ეტყობა მართლა ცუდად არის ეს ადამიანი, როგორ შეიძლება პატიმარმა სააკაშვილმა ახსენოს ოსეთის და აფხაზეთის თემა, როგორ შეიძლება ეს თემა იყოს მისთვის მომგებიანი? სააკაშვილმა პუტინის მისია შეასრულა. 20 პროცენტი ჩვენს მტრებს ჩააბარა, ხოლო კოდორის ხეობას დაარქვა ზემო აფხაზეთი და სროლის გარეშე გადააბარა, როგორ ყოფნის უტიფრობა ამ ადამიანს ამ თემაზე ილაპარაკოს“, – აღნიშნა ზარქუამ.
