LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ჰარცელი სააკაშვილზე: მნიშვნელოვანია სამედიცინო რჩევების გათვალისწინება ხელისუფლების მიერ

საქართველოში ევროკავშირის ელჩის, კარლ ჰარცელის განცხადებით, მნიშვნელოვანია ხელისუფლებამ მიხეილ სააკაშვილთან მიმართებით სამედიცინო რჩევები გაითვალისწინოს.

როგორც ჰარცელმა აღნიშნა, ევროკავშირი მოვლენათა განვითარებას ყურადღებით აკვირდება.

„ევროკავშირი ყურადღებით აკვირდება მოვლენათა განვითარებას და ამასთან დაკავშირებით, ჩვენი მოსაზრება არაერთხელ გამოვთქვით. მნიშვნელოვანია, ვიყოთ დარწმუნებულები, რომ ბატონი სააკაშვილის ჯანმრთელობასთან დაკავშირებით შესაბამისი ზომები იქნეს მიღებული, ამისთვის ყველაზე მნიშვნელოვანია სამედიცინო რჩევები და ამ რჩევების გათვალისწინება ხელისუფლების მიერ“, – განაცხადა კარლ ჰარცელმა.

მიხეილ სააკაშვილის საქმეზე საგამოძიებო კომისიის შექმნის საკითხი პარლამენტში დაინიცირდა

აშშ-ის ელჩი: ჩვენი ინტერესია, სააკაშვილის უფლებები დაცული იყოს, ღირსეულად მოექცნენ, მიიღოს საჭირო სამედიცინო დახმარება და სარგებლობდეს სამართლიანი სასამართლოთი