ზესტაფონი-ქუთაისის გზაზე ავტოსაგზაო შემთხვევა მოხდა.
არსებული ინფორმაციით, სოფელ სვირთან მსუბუქი ავტომობილი ტრაილერს შეეჯახა.
ხუთივე მგზავრი ადგილზე გარდაიცვალა.
მომხდარზე გამოძიება 276-ე მუხლის მერვე ნაწილით დაიწყო, რაც ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევას გულისხმობს, რამაც ორი ან მეტი ადამიანის სიცოცხლის მოსპობა გამოიწვია.
ადგილზე საპატრულო პოლიციის ეკიპაჟები და სასწრაფო სამედიცინო დახმარების ბრიგადები იყო მობილიზებული.
