LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

თბილისის მერი: 4 წლის განმავლობაში გამოწერილია 82 მლნ ლარის ჯარიმა – თვალს არ დავხუჭავთ

კახა კალაძის განცხადებით, მას შემდეგ რაც ის დედაქალაქის მუნიციპალიტეტის ხელმძღვანელი გახდა, ქალაქში უკანონო მშენებლობებზე 82 მლნ ლარის ჯარიმა გამოიწერა.

„4 წლის განმავლობაში, 2017 წლიდან, რაც ჩვენ მოვედით დედაქალაქის მთავრობაში 4 200 სამართალდარღვევა დაფიქსირდა და გამოწერილია 82 მლნ ლარის ჯარიმა. წინა ხელისუფლების პირობებში 3 500 დარღვევა იყო გამოვლენილი და მხოლოდ 11 მლნ ლარის ოდენობის ჯარიმა დაიწერა. ეს არის იმის გამოვლენა, როგორ ვებრძვით უკანონო მშენებლობებს და არასდროს ამაზე თვალს არ დავხუჭავთ“, – განაცხადა თბილისის მერმა.

როგორც კალაძე ამბობს, ის საზოგადოების მხრიდან უკანონო მშენებლობებთან დაკავშირებით არსებულ კრიტიკას ის არ მიიღებს.