LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ირაკლი კობახიძე: მთავრობამ უზრუნველყო 10,6%-იანი ეკონომიკური ზრდა – ეს ადამიანების დიდმა ნაწილმა ჯიბეზე იგრძნო, დიდმა ნაწილმა ვერ იგრძნო

პარტია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის, ირაკლი კობახიძის განცხადებით, მთავრობამ უზრუნველყო 10,6%-იანი ეკონომიკური ზრდა, რაც საზოგადოების დიდმა ნაწილმა საკუთარ ჯიბეზე იგრძნო, თუმცა, ასევე დიდმა ნაწილმა ეს ვერ იგრძნო.

ამის შესახებ კობახიძემ „პალიტრანიუსის“ ეთერში ისაუბრა.

„სამართლიანობის და მშვიდობის გარეშე, ვერ იქნება ვერც ეკონომიკური განვითარება, ვერც სოციალური პრობლემების მოგვარება. იმის პარალელურად, რომ ეს პოლიტიკური საკითხები გადავჭერით, რაც იყო ჩვენს წინაშე, არჩევნების წინ თუ მის შემდეგ, მუშაობდა მთავრობა და უზრუნველყო 10,6% ეკონომიკური ზრდა, – ჩვენ ამოვედით იმ მდგომარეობიდან, რაშიც ჩაგვაყენა პანდემიამ და გარკვეული დოზით, გავასწარით კიდეც პანდემიამდე არსებულ მდგომარეობას. თუმცა, გვესმის, რომ ეს არ არის საკმარისი. დღესაც, დაახლოებით 20% ჩვენი მოქალაქეებისა, არის სიღარიბის ზღვარს მიღმა.

როდესაც ეკონომიკა იზრდება 10,6%-ით, ეს ნიშნავს, რომ 10,6%-ით უმჯობესდება ქვეყანაში ეკონომიკური ვითარება, რაც ასევე ნიშნავს იმას, რომ საშუალოდ 10,6%-ით უმჯობესდება მოქალაქეების ეკონომიკური მდგომარეობა, – ეს ვიღაცას საერთოდ არ ეხება, ვიღაცას მეტად, ვიღაცას საშუალოდ ეხება და ა.შ. ეს ადამიანების დიდმა ნაწილმა ჯიბეზე იგრძნო, დიდმა ნაწილმა ვერ იგრძნო“, – განაცხადა ირაკლი კობახიძემ.