“სერგეი შოიგუსგან მოვისმინე გარანტიები, რომ რუსეთი არ გეგმავს უკრაინაში შეჭრას და მოვუწოდე დიალოგისკენ”, – ამის შესახებ ბრიტანეთის თავდაცვის მდივანმა ბენ უოლესმა რუსეთის თავდაცვის მინისტრ სერგეი შოიგუსთან შეხვედრის შემდეგ განაცხადა.
ბენ უოლესმა კიდევ ერთხელ დაადასტურა სიტუაციის დეესკალაციისადმი და დაძაბულობის დიპლომატიური გზებით გადაწყვეტისადმი ბრიტანეთის ერთგულება.
ბრიტანეთის თავდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, მხარეებმა უკრაინის საზღვართან რუსეთის შეიარაღებული ძალების მობილიზაციის საკითხი განიხილეს. საუბრისას მინისტრები მინსკის შეთანხმებების შესრულების მნიშვნელობაზე შეთანხმდნენ.
