LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

“რუსეთი უკრაინაში სრულმასშტაბიანი შეჭრის საბაბის შექმნას ცდილობს” – ნატოს გენერალური მდივანი

დონბასში მომხდარ დაბომბვას ნატოს გენერალური მდივანი ეხმაურება. ის თვლის, რომ რუსეთი უკრაინაში სრულმასშტაბიანი შეჭრის საბაბის შექმნას ცდილობს.

„მიუხედავად მოსკოვის განცხადებებისა, ჩვენ ჯერ არ გვინახავს გაყვანის ან დეესკალაციის ნიშნები. პირიქით, როგორც ჩანს, რუსეთის გაძლიერება გრძელდება. ჩვენ მოვლენებს ყურადღებით ვაკვირდებით. მოვუწოდებთ რუსეთს გააკეთოს ის, რასაც ამბობს და გაიყვანოს მისი ძალები უკრაინის საზღვრებიდან.  ეს იქნება პირველი მნიშვნელოვანი ნაბიჯი მშვიდობიანი პოლიტიკური გადაწყვეტისკენ“, – განაცხადა სტოლტენბერგმა ბრიუსელში, ალიანსის თავდაცვის მინისტრების შეხვედრის შემდეგ გამართულ ბრიფინგზე. 

ვოლოდიმირ ზელენსკი: საბავშვო ბაღის დაბომბვა დიდი პროვოკაციაა

„მნიშვნელოვანია, რომ დიპლომატები და ეუთო დარჩნენ უკრაინაში, მათი მონიტორინგის საქმიანობა დამატებითი შემაკავებელი ფაქტორია“, - წერს „ტვიტერში“ უკრაინის პრეზიდენტი.

როგორც სტოლტენბერგმა თქვა, ტენდენცია მიუთითებს რუსული ძალების მუდმივ ზრდაზე, თუმცა ზოგიერთი ქვედანაყოფი ზოგჯერ უკან იხევს და მათ ადგილს სხვა ძალები იკავებენ – „ის, რომ საბრძოლო ტანკი იტვირთება მატარებელში და მოძრაობს გარკვეული მიმართულებით, არ ადასტურებს, რომ ჯარების გაყვანა ხდება” – ამბობს სტოლტენბერგი.

“ჩვენ შეშფოთებულები ვართ, რომ რუსეთი ცდილობს შექმნას საბაბი უკრაინაზე შეიარაღებული თავდასხმისთვის” –  განაცხადა სტოლტენბერგმა

​შეგახსენებთ, ლუგანსკში დღეს რუსეთის საოკუპაციო ძალებმა საბავშვო ბაღი დაბომბეს. ბოლო ცნობებით, შემთხვევის დროს იქ ბავშვებიც იმყოფებოდნენ აღმზრდელებთან ერთად.