“ქართული ოცნების” თავმჯდომარე ისევ ყოფილი თანაგუნდელზე საუბრობს და მას “ნაციონალურ მოძრაობასთან” კავშირში ადანაშაულებს.
“საქმე ეხება გახარიასა და „ნაცმოძრაობას“ შორის კავშირს, რასაც შესაძლოა, მოგვიანებით მოეფინოს ნათელი –წარმოვიდგინოთ, რომ იყო დაფინანსების კონკრეტული ფაქტი, – ამის შესახებ პარტიის „ქართული ოცნება“ თავმჯდომარე კობახიძემ მედიასთან განაცხადა.
როგორც მმართველი პარტიის თავმჯდომარე აღნიშნავს, „უხერხულობა“, რომელიც გახარიასთან მიმართებით ახსენა, „რა თქმა უნდა, აქ პირადზე არ არის საუბარი“.
გახარიას გუნდის წევრებს დიდხანს არ მოუწევთ ლოდინი ღალატის დეტალებთან დაკავშირებით: ირაკლი კობახიძე
კობახიძის განმარტებით, გახარიას ღალატის დეტალები ეხება მისი პრემიერობის და შინაგან საქმეთა მინისტრობის პერიოდსაც. კობახიძე აცხადებს, რომ დეტალებზე „უხერხულობის მოხსნას ელოდება, რომ დეტალები თქვას“.
„საქმე ეხება კავშირს გახარიასა და „ნაცმოძრაობას“ შორის. აქ არის გარკვეული ნიუანსები, გარკვეული დეტალები, რასაც შესაძლოა, მოგვიანებით ნათელი მოეფინოს. მაგალითად, წარმოვიდგინოთ, რომ იყო დაფინანსების კონკრეტული ფაქტი, დავასახელოთ ეს დეტალები და საზოგადოებისთვის გახდეს ცნობილი – მაგალითად, როგორ, როდის, რისთვის იღებდა. პირობითად ვამბობ, დეტალებზე მოგვიანებით ვისაუბრებთ – წარმოვიდგინოთ, რომ ამ დაფინანსების დეტალები ხდება საზოგადოებისთვის ცნობილი. ბუნებრივია, ეს იქნება ძალიან საინტერესო საზოგადოებისთვის, შესაძლოა, მოგვიანებით გავუზიაროთ საზოგადოებას“, – ამბობს კობახიძე.
“ოცნების” თავმჯდომარე აღნიშნავს, რომ არიან კონკრეტული პირები, რომლებსაც აქვთ ეს ინფორმაცია.
“რა თქმა უნდა, ვიწრო წრეზეა საუბარი, ჩვენ გვაქვს ეს ინფორმაცია და მოგვიანებით, მთელი საზოგადოებისთვის გავასაჯაროებთ” – ამტკიცებს კობახიძე.
