LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

“ჩემი ვარაუდით, ეს მოხდება მომდევნო რამდენიმე დღეში” – ბაიდენი რუსეთის შეტევაზე

აშშ-ს პრეზიდენტს სჯერა, რომ რუსეთი უკრაინაში ომს რამდენიმე დღეში დაიწყებს. ჯო ბაიდენმა ჟურნალისტებს განუცხადა, რომ აშშ-ს აქვს „მიზეზი, იფიქროს“, რომ რუსეთი „ჩართულია ყალბი დროშის ოპერაციაში“. 

ვოლოდიმირ ზელენსკი: საბავშვო ბაღის დაბომბვა დიდი პროვოკაციაა

„მნიშვნელოვანია, რომ დიპლომატები და ეუთო დარჩნენ უკრაინაში, მათი მონიტორინგის საქმიანობა დამატებითი შემაკავებელი ფაქტორია“, - წერს „ტვიტერში“ უკრაინის პრეზიდენტი.

“ჩვენ ყველა მინიშნება გვაქვს, რომ ისინი მზად არიან შევიდნენ უკრაინაში, შეუტიონ უკრაინას”,– თქვა ბაიდენმა.

კითხვაზე, სჯერა თუ არა თავდასხმა მოხდება და როდის, ბაიდენმა თქვა:

“დიახ. ჩემი ვარაუდით, ეს მოხდება მომდევნო რამდენიმე დღეში”.

ბაიდენმა ისიც აღნიშნა, რომ სახელმწიფო მდივანი ენტონი ბლინკენი გაეროში დღეს გაემგზავრება. თავად კი, “არ აპირებს პუტინთან დარეკვას”.