LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ნინი შერმადინი: “სულ სანანებლად დამრჩება, ღირდა კი ჩემი აქ წამოსვლა, თუ მათთან ყოფნა ასე ხანმოკლე იყო და ისინი ასე მალე უნდა დამეკარგა”

“ვნანობ ყველა იმ წუთს და წამს, რომელიც მშობლებისა და შვილის გარეშე გავატარე, მაგრამ, სამწუხაროდ, დროს უკან ვეღარ დავაბრუნებ,”-ამის შესახებ აშშ-ში მოღვაწე ქართველმა მომღერალმა ნინი შერმადინმა ისაუბრა.

როგორც ნინიმ “თბილისელებთან” ინტერვიუში აღნიშნა, მშობლების გარდაცვალების დროს მათთან ერთად არ იმყოფებოდა, რასაც ძალიან ნანობს.

“მამას სიმსივნე ჰქონდა და გვიან გავიგეთ. ჯერ მამა გარდაიცვალა და ოთხ თვეში – დედა. მათი გარდაცვალების დროს მათ გვერდით ვერ ვიყავი. ვერც მამის დაკრძალვას დავესწარი, საზღვრები დაკეტილი იყო და არ გამომიშვეს. დედის დაკრძალვას კი ჩამოვუსწარი და უკანასკნელ გზაზე გავაცილე. მათ ბოლო ამოსუნთქვას ვერ მოვუსმინე და სულ სანანებლად დამრჩება, ღირდა კი ჩემი აქ წამოსვლა, თუ მათთან ყოფნა ასე ხანმოკლე იყო და ისინი ასე მალე უნდა დამეკარგა. მე რომ იქ ვყოფილიყავი, ასე არ მოხდებოდა. ალბათ, სხვანაირად ვუმკურნალებდი. მოკლედ, ბევრი „ნეტა“ მაქვს დაგროვილი და მჭამს. თან, ემიგრაციაში ყოფნა იმიტომ იყო რთული, რომ წლები შვილის გვერდით ვერ ვიყავი, 4 წლის დავტოვე და 12 წლის იყო რომ წავიყვანე. დღეს ის ჩემ გვერდითაა, აქ სწავლობს და ამით ვინუგეშებ თავს. თან, კარგად მღერის, ნიჭი აქვს. მოკლედ, ვნანობ ყველა იმ წუთს და წამს, რომელიც მშობლებისა და შვილის გარეშე გავატარე, მაგრამ, სამწუხაროდ, დროს უკან ვეღარ დავაბრუნებ,”-აღნიშნა ნინი შერმადინმა.