LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„ჩვენი ვალდებულება და მოვალეობაა ტყვეობაში მყოფი ადამიანის გათავისუფლება” -„ნაციონალურმა მოძრაობამ“ რუსთავის მე-12 პენიტენციურ დაწესებულებასთან აქცია გამართა

„ნაციონალური მოძრაობის“ წევრებმა და მხარდამჭერებმა რუსთავის მე-12 პენიტენციურ დაწესებულებასთან საპროტესტო აქცია გამართეს.

აქციის მონაწილეები პენიტენციურ დაწესებულებამდე ავტოკოლონით მივიდნენ.

ისინი მიხეილ სააკაშვილის გათავისუფლებას ითხოვდნენ.

ადგილზე იმყოფებოდნენ „ნაციონალური მოძრაობის“ ლიდერებიც.

„ტყვეობაა, როდესაც არ გეძლევა სამედიცინო დახმარების მიღების უფლება, ამიტომ ჩვენი ვალდებულება და მოვალეობაა ჩვენი მტრულად განწყობილი სახელმწიფოს აქტიური თანამონაწილეობით ამ ტყვეობაში მყოფი ადამიანის გათავისუფლება. მიუხედავად იმისა, ბევრს მოსწონს თუ არა „ნაციონალური მოძრაობა“ ან არ მოსწონს, დარწმუნებული ვარ და ვიცი განწყობები საზოგადოებაში. ბევრ მათგანშიც კი, ვისაც არ მოსწონს „ნაციონალური მოძრაობა“, დიახაც, უსამართლობის განცდა არის და არავინ უარყოფს, რომ მიშა არ უნდა იყოს პატიმრობაში და ტყვეობაში. საღად მოაზროვნე არავინ უარყოფს, რომ პიჯაკების საქმის გამო არ უნდა იჯდეს ციხეში, არავინ უარყოფს, ვისაც ობიექტურობა აქვს, რომ პრეზიდენტის ექსკლუზიური უფლების გამო, ვგულისხმობ შეწყალებას, ტყვეობაში პრეზიდენტი არ უნდა გვყავდეს. ქვეყანაში რომ არსებობდეს ელემენტარულ დონეზე სამართლაინი სასამართლო, არც ერთი საპროტესტო აქცია არ გაიმართებოდა, თავად მიხეილ სააკაშვილიც მოთმინებით დაელოდებოდა პროცესს და ვერდიქტს. სამართლიანი სასამართლო არ არსებობს და ამასთან შეგუებას არავინ აპირებს“, – განაცხადა ნიკა მელიამ.