LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ელისეს სასახლე: ემანუელ მაკრონი და ვლადიმერ პუტინი უკრაინის საკითხზე სამმხრივ მოლაპარაკებებზე შეთანხმდნენ

რუსეთისა და საფრანგეთის პრეზიდენტებმა სატელეფონო საუბარი ცოტა ხნის წინ გამართეს.

ინფორმაციას ელისეს სასახლე ავრცელებს.

პუტინი და მაკრონი შეთანხმდნენ, რომ იმუშავებენ, რათა უახლოეს საათებში შესაძლებელი გახდეს უკრაინის საკითხზე სამმხრივი საკონტაქტო ჯგუფის შეხვედრის გამართვა, რომლის მიზანიც შეხების ხაზთან ცეცხლის შეწყვეტის რეჟიმის ამოქმედება იქნება.

ამასთან, ცნობილია, რომ ვლადიმერ პუტინთან სატელეფონო საუბრის შემდეგ, ემანუელ მაკრონი კიდევ ერთხელ ესაუბრა უკრაინის ლიდერს. ამის შესახებ ვლადიმირ ზელენსკი სოციალურ ქსელში წერს.

„ჩვენ სამშვიდობო პროცესის გააქტიურებას ვემხრობით და მხარს ვუჭერთ სამმხრივი საკონტაქტო ჯგუფის დაუყოვნებლივ მოწვევასა და ცეცხლის შეწყვეტის რეჟიმის დაუყოვნებლივ აღდგენას“, – წერს ზელენსკი.