LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

“ივანიშვილის რეჟიმი დგას პუტინის უძლეველობის ლეგენდაზე” – ნიკა მელია

“ერთიანი ნაციონალური მოძრაობის ლიდერი” ნიკა მელია უკრაინაში მიმდინარე ომზე განცხადებას აკეთებს.
“ეს არის ვითარება, როცა პუტინის მარცხი უკრაინაში, საქართველოშიც მალევე პრორუსული ხელისუფლების ცვლილებას ნიშნავს! ასეთ დროს, აღარავისთვისაა ძნელი მისახვედრი , თუ რა ორიენტაციის ხელისუფლება გვყავს და რას შეიძლება ესენი გადაჰყვნენ!
ივანიშვილის რეჟიმი დგას პუტინის უძლეველობის ლეგენდაზე – თუ პუტინი მოირყა, ეს ორჯონიკიძეებიც საფლავში გაჰყვებიან!
თავისუფლება და გამარჯვება უკრაინას და საქართველოს!”, – აცხადებს ნიკა მელია.
განახლებადი ინფორმაცია რუსეთ-უკრაინის ომზე შეგიძლიათ წაიკითხოთ აქ: ომი უკრაინაში