LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

“ეს დამანგრეველი იქნება რუსული ეკონომიკისთვის” – ჯო ბაიდენი

აშშ-ის პრეზიდენტმა რამდენიმე წუთის წინ ბრიფინგზე იმ ეკონომიკურ სანქციებზე ისაუბრა, დასაწყისში კი აღნიშნა, რომ შეერთებული შტატები და მისი მოკავშირეები ყველაფერს გააკეთებენ, რომ მოლაპარაკებები დაიწყონ.

მან თქვა, რომ ფინანსური სანქციები დამანგრეველი იქნება რუსეთის ეკონომიკისთვის.

სანქციები დაადო რუსეთის კიდევ ოთხ უმსხვილეს ბანკს, მათ შორის VTB ბანკს და გააფართოვა კორუმპირებული რუსული პოლიტიკური ელიტისა და მილიონერების ოჯახის წევრების წინააღმდეგ სანქციები.

ჯო ბაიდენმა ასევე სანქციები დაადო რუსეთის ახალი სანქციებით აშშ-ი ზღუდავს რუსეთისთვის საერთაშორისო ვაჭრობას დოლარსა და ევროში, ასევე ამცირებს მოსკოვის წვდომას მაღალტექნოლოგიურ ბაზარზე, რაც აუცილებელია მილიტარისტული ინდუსტრიისთვის.

“ზოგჯერ ჩვენ ვფიქრობთ, რომ ამ სანქციებმა შესაძლოა ჯერ არ მოიტანოს შედეგები, მაგრამ შედეგი გრძელვადიანი იქნება. ვთვლით, რომ სანქციებით დიდ დარტყმას მივაყენებთ რუსეთის ეკონომიკას” – აცხადებს ბაიდენი.

აშშ-ის პრეზიდენტი ასევე ნახევრამდე ამცირებს რუსეთისთვის მაღალ ტექნილოგიებზე იმპორტის შესაძლებლობას.