LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ევროპის საბჭოს მინისტრთა კომიტეტმა რუსეთისთვის ევროპის საბჭოს წევრობის შეჩერების პროცედურა დაიწყო

ევროპის საბჭოს მინისტრთა კომიტეტმა უკრაინისა და პოლონეთის ინიციატივით, რუსეთისთვის ევროპის საბჭოს წევრობის შესაჩერებლად პროცედურა დაიწყო.

ამის შესახებ სოციალურ ქსელში პოლონეთის პრემიერ-მინისტრი მატეუშ მორავეცკი წერს.

როგორც მორავეცკი აღნიშნავს, გადაწყვეტილების შესახებ მალე გახდება ცნობილი.

აღსანიშნავია, რომ წევრობის შეჩერების შემთხვევაში, რუსეთის მოქალაქეები ვეღარ შეძლებენ ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოსთვის მიმართვას.