LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ევროკავშირმა სანქციების სიაში ვლადიმერ პუტინი და სერგეი ლავროვი დაამატა

ევროკავშირმა სანქციების სიაში რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი და საგარეო საქმეთა მინისტრი სერგეი ლავროვი დაამატა.

ამის შესახებ ევროკავშირის საგარეო საქმეთა და უსაფრთხოების პოლიტიკის საკითხებში უმაღლესმა კომისარმა ჯოზეფ ბორელმა განაცხადა.

„ეს არის დისკუსიის საბოლოო შედეგი, რომელიც გუშინ ევროპულ საბჭოზე არ დასრულდა და დღეს გადაწყდა ელჩებისა და მინისტრების მიერ.

პრეზიდენტი პუტინი და საგარეო საქმეთა მინისტრი ლავროვი არიან სანქცირებული პირების სიაში, დუმის დარჩენილ წევრებთან ერთად, რომლებიც მხარს უჭერენ ამ აგრესიას”, – აღნიშნა ბორელმა.