LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

იენს სტოლტენბერგი – დასავლეთის ლიდერები მზად უნდა იყვნენ მეტის გასაკეთებლად, იმ შემთხვევაშიც კი თუ ფასის გადახდა მოგვიწევს

მსოფლიომ რუსეთს და ბელარუსს პასუხისმგებლობა უნდა დააკისროს მათ ქმედებებზე – რუსეთს, როგორც აგრესორს, ბელარუსს, როგორც ხელის შემწყობს, – ამის შესახებ ბრიუსელში ნატო-ს საგანგებო სამიტის დასრულების შემდეგ პრესკონფერენციაზე ალიანსის გენერალურმა მდივანმა განაცხადა.

მისი თქმით, ნატო-ს წევრები ერთად უნდა დადგნენ და უფრო მეტი უნდა გააკეთონ.

„დასავლეთის ლიდერები მზად უნდა იყვნენ მეტის გასაკეთებლად, იმ შემთხვევაშიც კი, თუ ფასის გადახდა მოგვიწევს, რადგან ეს გრძელვადიანი პერსპექტივისთვის კეთდება.

მსოფლიომ რუსეთს და ბელარუსს პასუხისმგებლობა უნდა დააკისროს მათ ქმედებებზე. რუსეთს, როგორც აგრესორს, ბელარუსს, როგორც ხელის შემწყობს.

აშშ-მ, კანადამ და ევროპელმა მოკავშირეებმა გადაიყვანეს დამატებით ათასობით სამხედრო ალიანსის აღმოსავლეთ ნაწილში. ჩვენ 100-ზე მეტი თვითმფრინავი გვყავს სრულ მზადყოფნაში, რომლებიც ახლა 30 სხვადასხვა ლოკაციაზე მუშაობენ. ასევე მობილიზებული გვყავს 120 გემი უკიდურესი ჩრდილოეთიდან ხმელთაშუა ზღვამდე, მათ შორის საზღვაო ავიამზიდის დამრტყმელი ჯგუფებიც.
არ უნდა არსებობდეს სივრცე არასწორი გათვლებისა და გაუგებრობებისთვის,“- აღნიშნა NATO-ს გენერალურმა მდივანმა, იენს სტოლტენბერგმა.