LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

რუსეთს არ სჭირდება, რომ ის ვინმეს უყვარდეს, მათ სჭირდებათ, რომ ვინმეს მათი ეშინოდეთ. ირაკლი ღარიბაშვილი კი 5-იანზე უსრულებს რუსეთს იმას, რაც მათ სურთ: გია ხუხაშვილი

რუსეთ-უკრაინის ომთან დაკავშირებით, საქართველოს პრემიერ-მინისტრის მიერ გაკეთებულ განცხადებებს „ფორტუნას“ გადაცემაში „დღის თემა“ ექსპერტი გია ხუხაშვილი ეხმიანება და აცხადებს, რომ „რუსეთს არ სჭირდება, რომ ის ვინმეს უყვარდეს, მათ სჭირდებათ, რომ ვინმეს მათი ეშინოდეთ. ირაკლი ღარიბაშვილი კი 5-იანზე უსრულებს რუსეთს იმას, რაც მათ სურთ“. ხუხაშვილის განმარტებით, პრემიერის განცხადებები არასახელმწიფოებრივი და არასერიოზულია.

მისივე თქმით, ღარიბაშვილს ჰგონია, რომ უსაფრთხოება ნებისმიერ, მათ შორის კაპიტულაციურ ფასად არის მთავარი ამოცანა და არგუმენტები, რაც პრემიერს მოჰყავს, რუსულ ნარატივს იმეორებს.

პრემიერი: რადიკალურ ოპოზიციას უკრაინაში ომი უხარია, მათი მიზანია 2008 წლის უბედურება განმეორდეს

ძალიან შეშფოთებით ვაკვირდებით უკრაინაში მიმდინარე ომს, რაც ხდება, აბსოლუტურად მიუღებელია – ღარიბაშვილი

„პრემიერ ირაკლი ღარიბაშვილის მხრიდან უკრაინასთან და საგარეო პოლიტიკასთან გაკეთებული განცხადებები, გლობალური დღის პირობებში შიდა პოლიტიკურ პრიზმაში გახედვა არასერიოზულია და არ არასახელმწიფოებრივი.

პროპაგანდისტული განცხადება, რომ „ყოველთვის იმოქმედებს სახელმწიფო ინტერესებიდან გამომდინარე“ – ეს შეიძლება მივიღოთ, მაგრამ მთავარი კითხვაა, როგორ ესმის მას სახელმწიფო ინტერესები.

ჩემი აზრით, კაპიტულანტური პოლიტიკა, როდესაც ფრონტის ხაზი გატარებულია, არ შეესაბამება სახელმწიფო ინტერესებს. ღარიბაშვილს ჰგონია, რომ უსაფრთხოება ნებისმიერ, მათ შორის კაპიტულაციურ ფასად არის მთავარი ამოცანა. არგუმენტები, რაც ღარიბაშვილს მოჰყავს, იმეორებს რუსულ ნარატივს. რუსეთის ამოცანა ზუსტად ისაა, რომ გეშინოდეს მისი და არ იბრძოდე საკუთარი თავისუფლებისთვის.

გვიკიჟინებენ ომში ჩავერთოთ და სანქციები დავუწესოთ რუსეთს, უკრაინაში ომის შემჩერებელი დღეს არავინ არის – ღარიბაშვილი

როგორც პრემიერი არაფერს გავაკეთებ, რომელიც შეეწინააღმდეგება ჩვენი ქვეყნის ინტერესებს: ირაკლი ღარიბაშვილი

მოგიყვანთ უნივერსალურ ფორმულას, რომელიც მთელი ისტორიის მანძილზე ფაქტობრივად უშეცდომოდ მოქმედებს. ეს არის ფრანკლინის ფორმულა: „თუ უსაფრთხოებასა და თავისუფლებას შორის არჩევანს აკეთებთ უსაფრთხოების სასარგებლოდ, საბოლოო ჯამში კარგავთ თავისუფლებასაც და უსაფრთხოებასაც“.

ღარიბაშვილი და მისი პროპაგანდა მუდმივად საუბრობს, რომ მთავარია უსაფრთხოება. მათ შორის, თუ დაგვჭირდა კაპიტულაციით, აბა სხვა რა გზა გვაქვს? – ეს არის მისი გზავნილი.

რუსეთს არ სჭირდება, რომ ის ვინმეს უყვარდეს, რუსეთს სჭირდება, რომ მისი ეშინოდეთ. ღარიბაშვილი დღეს იმას აკეთებს, რაც რუსეთს უნდა. რუსეთს ჩვენი ევროინტერგრაცია არ სჭირდება, უნდათ, რომ მათი გვეშინოდეს და ამ შიშის გამო ვიქცეოდეთ ისე, როგორც მათ უნდათ. ღარიბაშვილი კი 5-იანზე უსურვებს რუსეთს, რაც უნდათ“, – აცხადებს გია ხუხაშვილი.

გახარია მთავრობას: გამოიყენეთ ეს ისტორიული შანსი და მიმართეთ EU-ს დაჩქარებულად მიღებაზე

პარტია „საქართველოსთვის“ ლიდერის გიორგი გახარიას მიმართვას მთავრობისადმი, სადაც ის აცხადებს, რომ საქართველომ უნდა გამოიყენოს ისტორიული შანსი და მიმართოს ევროკავშირს დაჩქარებულად მიღებაზე, ექსპერტი გია ხუხაშვილი „ფორტუნას“ გადაცემაში „დღის თემა“ ეხმიანება და ამბობს, რომ მოთხოვნა ადეკვატურია, მაგრამ არა ამ ხელისუფლების პირობებში.

მისი განმარტებით, „როდესაც უპრინციპოდ და ღირსების გარეშე იქცევი, არავის არ სჭირდები, მათ შორის არც ევროკავშირს“.

„მე ვფიქრობ ეს არის ადეკვატური მოთხოვნა, მაგრამ არა ამ ხელისუფლების პირობებში, რადგან სრულიად აშკარაა, რომ ეს ხელისუფლება ამ მიმართულებით არ მოძრაობს. სადმე რომ მიგიღონ, თავისიანად უნდა გთვლიდნენ. როდესაც შენ იქცევი ისე, როგორც იქცევი, ბუნებრივია აქ შანსები მინიმალურია.

„ვიღაცას თვალებში არ გავებლანდოთ. მივყვეთ ისტორიის დინებას, თუ მარჯვნივ გაგვრიყავს ეს ისტორიის დინება, გავაგრძელებთ ძახილს, რომ გაუმარჯოს ნატოს და ევროკავშირს ან მარცხენა სანაპიროზე თუ გაგვრიყა დავიძახებთ – გაუმარჯოს წითელ არმიას “ – ასეთია ხელისუფლების პოზიცია.

როდესაც ასე უპრინციპოდ და ღირსების გარეშე იქცევი, არავის არ სჭირდები, მათ შორის არც ევროკავშირს. შეიძლება, როგორც ხორცის მანქანა გამოგიყენოს უცხო, მაგრამ არა თავისიანი“, – აცხადებს გია ხუხაშვილი.