„ერთი მხარე მაღალი ალბათობით ითხოვს კაპიტულაციას და მეორე მხარე ითხოვს უკრაინის ტერიტორიის დატოვებას საოკუპაციო ჯარების მხრიდან – რაზე შეიძლება შეთანხმდნენ ეს ძნელად წარმოსადგენია“, – ამის შესახებ ექსპერტმა გია ხუხაშვილმა „ფორტუნას“ გადაცემაში „დღის თემა“ განაცხადა.
ხუხაშვილმა აღნიშნა, რომ სკეპტიკურად უყურებს რუსეთ-უკრაინას შორის მიმდინარე მოლაპარაკებებს, თუმცა იმედი მაინც აქვს, რომ მხარეები შეთანხმდებიან.
„იმედი, რა თქმა უნდა მაქვს, მაგრამ ძირითადად მაინც სკეპტიკურად ვუყურებ, რადგან ინერცია არის მაღალი და პოზიციები არის დაშორებული. რით უნდა დასრულდეს მოლაპარაკებები წარმოდგენაც არ მინდა იმიტომ, რომ ერთი მხარე მაღალი ალბათობით ითხოვს კაპიტულაციას და მეორე მხარე ითხოვს უკრაინის ტერიტორიის დატოვებას საოკუპაციო ჯარების მხრიდან. რაზე შეიძლება შეთანხმდნენ ეს ძნელად წარმოსადგენია.
