„ახლახან ველაპარაკე უკრაინის პრეზიდენტს, ზელენსკის და შევაქე ის უკრაინის ხალხისა და შეიარაღებული ძალების სიმამაცისთვის“, – ამის შესახებ NATO-ს გენერალური მდივანი იენს სტოლტენბერგი „ტვიტერში“ წერს.
ნატო უკრაინას საზენიტო და ტანკსაწინააღმდეგო იარაღის მიწოდებას ზრდის.
„ნატოს მოკავშირეები აძლიერებენ მხარდაჭერას საჰაერო თავდაცვის რაკეტების, ტანკსაწინააღმდეგო იარაღის, ასევე ჰუმანიტარული და ფინანსური დახმარების მიწოდებით“, – წერს სტოლტენბერგი.
I just spoke with President @ZelenskyyUa & commended him for the bravery of the people & armed forces of #Ukraine. #NATO Allies are stepping up support with air-defence missiles, anti-tank weapons, as well as humanitarian & financial aid.
— Jens Stoltenberg (@jensstoltenberg) February 28, 2022
