ყოფილი პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი უკრაინაში მიმდინარე მოვლენებს ეხმიანება და მოვლენების განვითარების შესაძლო სცენარზე საუბრობს.
როგორც სააკაშვილმა სასამართლო პროცესზე სიტყვით გამოსვლის დროს თქვა, მომდევნო დღეებსა და საათებში კიევის, ხარკოვისა და სხვა ქალაქების არაადამიანური დაბომბვა იქნება:
“შემდეგი საათები და დღეები იქნება არაადამიანური დაბომბვა კიევის, ხარკოვის და სხვა ქალაქების, ეს ასე იქნება. ჩვენ ფსიქოლოგიურად უნდა მოვემზადოთ ამისთვის, მაგრამ მე ზუსტად ვიცი, რომ უკრაინა არ დაეცემა.
დღეს, ხვალ და ზეგ ჩემს სახლზე და ასევე 3.5 მილიონი ადამიანის სახლზე, კიევზე, არაადამიანურ შეტევებს მიიტანენ. დღეს, როგორც არასდროს, უკრაინას თითოეული ადამიანი სჭირდება”, – თქვა მიხეილ სააკაშვილმა.
შეგახსენებთ, დიდი ოდენობით საბიუჯეტო თანხების ჯგუფურად გაფლანგვის საქმეზე დღეს თბილისის საქალაქო სასამართლოში მიხეილ სააკაშვილის და სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის ყოფილი უფროსის, თეიმურაზ ჯანაშიას სასამართლო პროცესი მიმდინარეობს.
მიხეილ სააკაშვილი სასამართლო პროცესზე შეუძლოდ გახდა
რა ვითარებაა უკრაინაში – მუდმივად განახლებად ინფორმაციას გაეცნობით აქ:
