LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

კიევის მახლობლად სამშობიაროს შენობას რუსული ძალებისგან ნასროლი ჭურვი მოხვდა

კიევთან, კერძო სამშობიაროს შენობას რუსული ძალებისგან ნასროლი ჭურვი მოხვდა –ინფორმაციას ამის შესახებ უკრაინული მედია საავადმყოფოს გენერალურ დირექტორზე, ვიტალი გირინზე დაყრდნობით ავრცელებს.

„მეგობრებო, ყველა მეკითხება, რა ხდება სამშობიაროსთან, მადლობა მხარდაჭერისთვის. ჭურვი მოხვდა სამშობიაროს. ყველა ევაკუირებულია!“- დაწერა მან „ფეისბუკში“.

BBC: ახტირკაში რუსული ძალები უკრაინულ სამხედრო ნაწილს დაესხნენ თავს, დაღუპულია 70 უკრაინელი მებრძოლი

ახლა სასაფლაოზე ამზადებენ ადგილებს 70 დაღუპული უკრაინელი მებრძოლისთვის“, - ნათქვამია სუმის რეგიონული სამხედრო ადმინისტრაციის უფროსის განცხადებაში.

ცნობისთვის, „ადონისის“ ქსელის კერძო სამშობიარო საავადმყოფო მდებარეობს სოფელ ბუზოვაიაში, ჟიტომირის გზატკეცილზე, კიევთან ახლოს. ამ ტერიტორიაზე უკვე რამდენიმე დღეა მიმდინარეობს მძიმე ბრძოლები, რადგან მტერი დასავლეთიდან და სამხრეთ-დასავლეთიდან კიევის ბლოკირებას ცდილობს.

ამავე თემაზე:

პენტაგონი: საზღვრებთან განლაგებული რუსული სამხედრო ძალის 75% უკრაინის ტერიტორიაზე იმყოფება

ხერსონში რუსი ოკუპანტების ქვეითი ჯარი შევიდა

რუსეთ–უკრაინის ომის ქრონოლოგიასა და მუდმივად განახლებად ინფორმაციას გაეცნობით → ამ ბმულზე.