LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

აშშ უკრაინას, ჰუმანიტარული დახმარების სახით, დამატებით 54 მილიონ დოლარს გამოუყოფს

აშშ რუსეთის შეჭრის შედეგად დაზარალებულ უკრაინელებს, ჰუმანიტარული დახმარების სახით, დამატებით 54 მილიონ აშშ დოლარს გამოუყოფს, – ინფორმაციას აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტი ავრცელებს.

მათი ცნობით, აღნიშნული თანხიდან 26 მილიონ აშშ დოლარს უკრაინას სახელმწიფო დეპარტამენტი გამოუყოფს, 28 მილიონი აშშ დოლარი კი აშშ-ის საერთაშორისო განვითარების სააგენტომ გამოყო.

„ჩვენი პარტნიორობა უკრაინელ ხალხთან მტკიცეა. ორიენტირებული ვართ უკრაინის გადაუდებელ ჰუმანიტარულ საჭიროებებზე, რაც რუსეთის წინასწარგანზრახულ, არაპროვოცირებულ და გაუმართლებელ თავდასხმაზე ჩვენი პასუხის მნიშვნელოვანი ნაწილია,“ – აღნიშნულია სახელმწიფო დეპარტამენტის განცხადებაში.