LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

უკრაინის შს მინისტრი: კიევის სატელევიზიო ანძაზე თავდასხმის შედეგად სულ მცირე 5 ადამიანი დაიღუპა

უკრაინის შს მინისტრის ცნობით, კიევის სატელევიზიო ანძაზე თავდასხმის შედეგად სულ მცირე 5 ადამიანი დაიღუპა.

,,06:00 საათისთვის, შევჩენკოვსკის რაიონში კიევის სატელევიზიო ანძის დაბომბვის შედეგად 5 ადამიანი დაიღუპა და 5 დაშავდა. მუშაობა გრძელდება“, – განაცხადა მინისტრმა.

შეგახსენებთ, რუსმა ოკუპანტებმა კიევის სატელევიზიო ანძაზე დარტყმა განახორციელეს. უკრაინის პრეზიდენტის ოფისში განაცხადეს, რომ განხორციელდა სროლა მაუწყებლის სააპარატოზე.