LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

უკრაინისა და რუსეთის დელეგაციებს შორის მოლაპარაკებების შემდგომი რაუნდი 2 მარტისთვის არის დაგეგმილი: უკრაინული მედია

უკრაინული მედიის ცნობით, უკრაინისა და რუსეთის დელეგაციებს შორის მოლაპარაკებების შემდგომი რაუნდი 2 მარტისთვის არის დაგეგმილი.

ამავე ცნობებით, გუშინ გამართულ მოლაპარაკებებზე უკრაინელმა დიპლომატებმა რუსული მხარისგან ცეცხლის დროებითი შეწყვეტა მოლაპარაკებათა შემდგომ რაუნდამდე ითხოვეს, თუმცა რუსულმა მხარემ, ამისი გარანტია მათ არ მისცა.

ამასთანავე, უკრაინული მედიის ცნობით, უკრაინელმა დიპლომატებმა რუსული მხარის მიერ წამოყენებული რამდენიმე პირობაც დაასახელეს, რომელთა შორის არის უკრაინის ნეიტრალური სტატუსი, რომელიც განმტკიცებული იქნება უკრაინის კონსტიტუციით, ჩატარებული რეფერენდუმის საფუძველზე.