„ჩნდება გონივრული კითხვა, უნდა ჰქონდეს თუ არა გაეროს წევრ ქვეყანას, რომელიც ცდილობს სხვა წევრი სახელმწიფოს ხელში ჩაგდებას, ადამიანის უფლებების საშინელ დარღვევას და მასიური ჰუმანიტარული ტანჯვის გამოწვევას, უფლება დარჩეს საბჭოს წევრად?“, – ამის შესახებ ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო მდივანმა, ენტონი ბლინკენმა განაცხადა.
მისი თქმით, აუცილებელია რუსეთის აგრესიული ქმედებების დაგმობა.
„ჩვენ მტკიცედ და ცალსახად უნდა დავგმოთ რუსეთის მცდელობა, დაამხოს დემოკრატიულად არჩეული მთავრობა და ადამიანის უფლებების უხეში დარღვევა“, – დასძინა ბლინკენმა.
