LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

თუ რამე უხარია რუსეთს, ახლა რაც ახდება, ამის ყურებაა, თუ როგორ ვაყენებთ ერთმანეთს შეურაცხყოფას: ელისაშვილი

პარლამენტში, პლენარულ სხდომაზე მხარეებს შორის მომხდარი დაპირისპირების შემდეგ პოლიტიკოსებს “მოქალაქეების” ლიდერმა ალეკო ელისაშვილმა მიმართა.

“ჩვენ და თქვენს შორის ვინც რუსული საქმე გააკეთა და დღემდე აკეთებს იმის დედას ***”- ყაველაშვილის გინებას პარლამენტში ხმაური მოჰყვა

ელისაშვილის განცხადებით, ახლა რუსეთს თუ რამე უხარია, ეს სწორედ ერთმანეთის შეურაცხყოფა და მათ მიერ ამის ნახვაა:

“მინდა დარდი ვთქვა, რა გვჭირს ხალხო? ახლა მთელი საქართველო გვიყურებს. 10 წელი რასაც უყურებდნენ, იმას უყურებს ახლაც. თქვენი 9 წელი, თქვენი 9 წელი, კარგით რა, ჩვენს შვილებს რა ბედი ელის არ გვადარდებს? შევხედოთ როგორ ბომბავენ ის უღმერთოები ისინი, ჭურვი არავის არჩევს, არც ზელენსკის მხარდამჭერს და არც დანარჩენ პოლიტიკურ პარტიებს.

ეროვნულად შევხედოთ, არ გვინდა ეს ლანძღვა. გავიგეთ, რომ ერთმანეთი გვძულს. გაიგო მთელმა საქართველომ, რომ ერთმანეთის სიძულვილით ვართ შეპყრობილები, მაგრამ მოვთოკოთ ნერვები. ლამის ავფეთქდე, მეც ისე ვარ, როგორც ყველა. ერთმანეთს, ჩვენს ქვეყანას ვცეთ პატივი და იმ ხალხს, მათ სოლიდარობა უნდათ, ჩვენი ჩხუბის და ჯიჯგვნის ყურება კი არა.

მანდატი რომ მოგცეს და ხელფასს გვიხდიან, ჩვენგან უნდათ გაიგონ, რა ელის ამ ქვეყანას. ბეწვის ხიდზე რომ გავდივართ, გაიგონ რა ხდება. ამაზე ვილაპარაკოთ, ვაჩვენოთ მთელ ქვეყანას. კრიზისის დროს, ჩვენც ხომ ომში ვართ. ამ კრიზისის დროს ერთ მუშტად რომ შეგვიძლია შეკვრა, ერთხელ მაინც ვაჩვენოთ, 3-ათასწლიანი არსებობის მანძილზე.

თუ რამე უხარია რუსეთს, ახლა რაც ახდება ამის ყურებაა, როგორ ვაყენებთ ერთმანეთს შეურაცხყოფას. გინება და ჩხუბი ყველამ ვიცით, დავერიოთ ერთმანეთს, მაგრამ ეს ენერგია და სულისკვეთება მათთვის შემოვინახოთ. თხოვნაა ეს, მოწოდება კი არა, პარტიული ჭუჭრუტანიდან ნუ უყურებთ ამ ქვეყანას, თავი შევიკავოთ. სიტყვას არ დავძრავ ღარიბაშვილზე მიუხედავად იმისა, რომ შემზარავი იყო ჩემთვის, რასაც ვისმენდი, მაგრამ ამისთვის აუცილებლად მოვა დრო და ღარიბაშვილმა პასუხი უნდა აგოს”, – ამბობს ელისაშვილი.

დღესვე, ელისაშვილმა კოლეგებს გაფართოებული სხდომის მოწვევისკენ მოუწოდა:

“მოგიწოდებთ და გთხოვთ ადამიანურადაც, სახელმწიფოებრივადაც, ეროვნულადაც – გადადგით ეს ნაბიჯი. გავიგეთ, რომ გძულთ “ნაციონალური მოძრაობა” და აქეთ ვინც ვართ, შეიძლება, ყველა ერთად, მაგრამ გადმოდგით ნაბიჯი ჩვენი უკრაინელი ძმებისთვის, რომლებიც ჩვენი თავისუფლებისთვისაც იხოცებიან იქ, მხოლოდ თავის ქვეყნისთვის არა, მსოფლიო რომ ნორმალური იყოს, იმისთვის იხოცებიან.

მოიწვიეთ გინდათ გაფართოებული სხდომა, გინდათ, დაარქვით უშიშროების სხდომა, დაუძახეთ ყველა აქ წარმოდგენილ პოლიტიკურ ჯგუფს, თუ ფრაქციას, შევიკრიბოთ ღარიბაშვილთან, მოგვწონს, არ მოგვწონს, დღეს ის არის პრემიერ-მინისტრი და მოიქცეს როგორც ერის ლიდერი. მაგალითი არ გვყავს ზელენსკი? ისიც ხომ უკრაინის ნაწილმა აირჩია, მაგრამ ყველას ლიდერია. ხოდა, გვაჩვენოს ესეც ღარიბაშვილმა. დაუძახოს ყველას, ჯერ გავიაზროთ, სად ვართ და ერთად მოვიფიქროთ.

ამ ხალხსაც აქვს გამოცდილება. მოგვწონს, არ მოგვწონს, ცხრა წელი ესენიც მართავდნენ, მათშიც არიან პროფესიონალები. გენერალი კაცი ზის დევი ჭანკოტაძე, 2008 წელს არტილერიას რომ ისროდა, გენერალი კაცი ლადო ჩაჩიბაია, რომლის ცოდნაც ძალიან მნიშვნელოვანია. მოვიწვიოთ ეს გაფართოებული სხდომა, ფორმატი მოვიფიქროთ, დავილაპარაკოთ, ავწონ-დავწონოთ”, – თქვა ელისაშვილმა.

“ნუ კაცობ პაატა…” – მდინარაძე და მანჯგალაძე ერთმანეთს სიტყვიერად დაუპირისპირდნენ