LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ვალერი გერგიევი მიუნხენის ფილარმონიის ორკესტრის მთავარი დირიჟორის პოსტიდან მოხსნეს – მან პუტინის აგრესიაზე ღიად საუბარი არ ისურვა

რუსი დირიჟორი, ვალერი გერგიევი მიუნხენის ფილარმონიის ორკესტრის მთავარი დირიჟორის პოსტიდან მოხსნეს. ეს გადაწყვეტილება მიუნხენის მერმა, დიტერ რაიტერმა მიიღო. რაიტერის განცხადებით, გადაწყვეტილებამდე მას კონსულტაციები ჰქონდა თავად გერგიევთან და მას რუსული აგრესიის მიმართ საკუთარი პოზიციის დაფიქსირება სთხოვა, რაზეც რუსმა დირიჟორმა უარი განაცხადა:

„ვიმედოვნებდი, რომ ის გადახედავდა თავის გადაწყვეტილებას, როცა ღიად უჭერდა მხარს პუტინის პოლიტიკას, მაგრამ ეს არ გააკეთა, შესაბამისად, ჩვენი თანამშრომლობა წარმოუდგენელია“, – ამბობს მიუნხენის მერი.

ვალერი გერგიევი მიუნხენის ფილარმონიის ორკესტრის მთავარი დირიჟორის პოსტს 2005 წლიდან იკავებდა.

„არ გვჯერა პუტინის განცხადების!“ „სირცხვილი ჩვენ!“, „გვაპატიეთ, თუ შეძლებთ“ – რუსი ხელოვანები პუტინის წინააღმდეგ ღიად გამოდიან

„ჩემი ქმარი და დედა ბომბებს კიევში, სარდაფებში ემალებიან“ – ვერა ბრეჟნევა შემაძრწუნებელ ფოტოებსა და ვიდეოებს ავრცელებს