მომღერალი თიკა ჯამბურია აქვეყნებს მაშა ეფრასინინას ვიდეოს, რომელიც მიმართვაში აღნიშნავს, რომ ის ყირიმელია, მისი მშობლიური ენა კი რუსულია.
თიკა ჯამბურია წერს, რომ ამ მიმართვის გამო გული აქვს გახეთქილი:
„გული მაქვს გახეთქილი!!!! ბოლომდე მოუსმინეთ ამ საოცარ გოგოს! გავიყინე !!!!!!“
როგორც მაშა ეფრასინოვა აღნიშნავს, ამ დღეების განმავლობაში არ მიუღია თანაგრძნობა თავისი ყველაზე ახლო რუსი ნათესავებისგან, მათ შორის ბიძისა და დეიდისგან. „ვაკეთებ დასკვნას, რომ ტვინებს გირეცხავენ კოლოსალური პროპაგანდის ძალით, მაგრამ ამას გადავიტან. ეს ჩემი კერძო ომია და ასევე ის საინფორმაციო ომი, რომელიც რუსეთისგან მოდის. უნდა ვაღიარო, რომ თქვენ ჯერჯერობით ამ საინფორმაციო ომს იგებთ, რადგან თუკი რუსეთის 150 მილიონი მოსახლე ზის სახლებში, არ გამოდის გარეთ და ეშინია, ვინც უნდა იყოს ეს, თქვენი ტვინები ნამდვილად გამორეცხილია…“
