LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

სანქციებმა საომარი მოქმედებები ვერ შეაჩერა და უკრაინა თავის პრობლემებთან მარტო დარჩა – ლევან დავითაშვილი

დიახ, სამწუხაროდ, სანქციებმა დღეს საომარი მოქმედებები ვერ შეაჩერა და უკრაინა თავის პრობლემებთან მარტო დარჩა. ეს იყო პრეზიდენტ ზელენსკის განცხადებაც, თუმცა ჩვენ გვჯერა, რომ საერთაშორისო თანამეგობრობის ერთიანი პოზიცია ზემოქმედებას მოახდენს, – ამის შესახებ ვიცე-პრემიერმა, ლევან დავითაშვილმა „ქრონიკაში“ განაცხადა და იქვე დასძინა, რომ საქართველო სანქციათა უმრავლესობის ნაწილია.

„რაც შეეხება სანქციებთან დაკავშირებულ საკითხსა და საქართველოს შეერთება არ შეერთების საკითხს, განვმარტავ, რომ საქართველო სანქციათა უმრავლესობის ნაწილია. ის საერთაშორისო სანქციები, რომელიც სხვადასხვა საერთაშორისო ფინანსურმა ინსტიტუტმა და გაერთიანებულმა ქვეყნებმა დააწესეს, ყველა ფინანსურ სისტემაზე ვრცელდება და მათ შორის, საქართველოს საფინანსო სისტემაზე და შესაბამისად, ჩვენი ქვეყანა ამის ნაწილია. ის, რასაც პრემიერ-მინისტრი გულისხმობდა, ეს არის ინდივიდუალური, ჩვენი ინიციატივით სანქციები ეკონომიკური, რომელიც არ არის შემაჩერებელი ეფექტის მქონე. მას შედეგის მოტანა ნამდვილად არ შეუძლია ამ შემთხვევაში ამ პროცესებზე, მაგრამ არის დიდი ზიანის მომტანი, მათ შორის საქართველოს ეკონომიკური, თუ სოციალური ინტერესებისთვის. პასუხისმგებლიანი უნდა ვიყოთ ამ ნაწილში. საქართველო ყველა პოლიტიკური გადაწყვეტილებით არის საერთაშორისო თანამეგობრობის ერთსულოვანი, ყველა რეზოლუციის მონაწილე, სადაც მკაფიოდ არის აღიარებული სუვერენული უფლებები და სწორედ ამ პროცესის ნაწილია საქართველო“, – განაცხადა ლევან დავითაშვილმა „ქრონიკაში“ საუბრისას.

ანუ მთხოვენ, რომ საკუთარ ხალხს დავუწესოთ სანქციები? ეს ვის მოაკლდება? დაიჩაგრება ჩვენი 1 მილიონი მოქალაქე – ღარიბაშვილი