LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

კობახიძე: ვხედავთ, როგორ გულშემატკივრობს ქართველი ხალხი უკრაინას – მათი ტკივილი ჩვენ განსაკუთრებულად გვტკენს გულს 

პარტია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ პარლამენტის სხდომაზე უკრაინელ ხალხს სოლიდარობა გამოუცხადა. როგორც ირაკლი კობახიძემ განაცხადა, ქართველებსა და უკრაინელებს ერთმანეთთან დიდი ისტორია აკავშირებთ.

მისივე თქმით, საქართველო უკრაინას გვერდით უდგას არამარტო სიტყვით, არამედ საქმით.

„კიდევ ერთხელ სოლიდარობა უნდა გამოვხატოთ ჩვენი მეგობარი უკრაინელი ხალხის მიმართ. ვხედავთ, რომ ჩვენი მეგობარი ხალხი იბრძვის დამოუკიდებლობისთვის, თავისუფლებისთვის და ჩვენ მათ გვერდით ვუდგავართ.

ვხედავთ, როგორ გულშემატკივრობს ქართველი ხალხი მეგობარ ხალხს თავისუფლებისთვის ბრძოლაში და კიდევ ერთხელ უნდა ითქვას, რომ ჩვენს მეგობრობას აქვს ძალიან ხანგრძლივი ისტორია, ჩვენ გვაქვს განსაკუთრებული ემოციური კავშირი უკრაინელებთან და შესაბამისად, მათი ტკივილი ჩვენ განსაკუთრებულად გვტკენს გულს.

სწორედ ამის გამოხატულებაა ის განსაკუთრებული სოლიდარობა, რომელიც აჩვენა ქართველმა ხალხმა. ჩვენს საზოგადოებას განსაკუთრებული მადლობა უნდა გადავუხადოთ ამ სოლიდარობის უპრეცედენტო მაგალითისთვის. ჩვენი მთავარი პასუხისმგებლობა და ვალია, რომ უკრაინას მხარი დავუჭიროთ ყველა დონეზე – სიტყვით და საქმით“, – განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

რუსეთ–უკრაინის ომის ქრონოლოგიასა და მუდმივად განახლებად ინფორმაციას გაეცნობით → ამ ბმულზე.